საქართველოს პროკურატურის მიერ ორგანიზებული ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, ფოთის რაიონული პროკურორის მოადგილემ და პროკურორმა მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

საქართველოს პროკურატურის მიერ ორგანიზებული ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, ფოთის რაიონული პროკურორის მოადგილემ დავით პაპავამ და პროკურორმა ემელიანე ბერაიამ ფოთის N8 საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში პროკურორებმა მოსწავლეებს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამომწვევ მიზეზებზე მიაწოდეს ინფორმაცია და ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებით გამოწვეულ მძიმე შედეგებზე გაამახვილეს ყურადღება.

„პროკურორებმა ასევე ნარკოტიკული დანაშაულის შესახებ ისაუბრეს და სამართლებრივ პასუხისმგებლობას და სასჯელებს გაუსვეს ხაზი.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, მოსწავლეებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს, მსგავსი საინფორმაციო კამპანიების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მათთვის საინტერესო საკითხებზე კითხვები დასვეს, რაზეც პროკურორებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს