მიხეილ ყაველაშვილი - ევროპა ჩვენზე უარს ვერ იტყვის და ვერც ჩვენ ვიტყვით ევროპაზე უარს

ევროპა ჩვენზე უარს ვერ იტყვის და ვერც ჩვენ ვიტყვით ევროპაზე უარს - არის “შუა დერეფნის“ კვანძი, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ და უამრავი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, რისი მონაწილეც უნდა ვიყოთ - ჩვენ ზურგს არ ვაქცევთ და ვერ ვაქცევთ, ჩვენ ჩვენი ინტერესები გვაქვს და ძალიან დიდი შესაძლებლობებია! - ეს განცხადება დღეს მიხეილ ყაველაშვილმა გააკეთა.

ამასთან, ყაველაშვილი “ბლეფი“ უწოდა ევროკავშირის მიერ უკრაინის დასაფინანსებლად რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენების ნაცვლად, 90-მილიარდიანი სესხის გაცემას და როგორც განაცხადა, ეს რთული განსახორციელებელი იქნება.

“ეს ქვეყანა პირდაპირ გაყიდულია. ჩვენდა სამწუხაროდ, პროცესი ასე ვითარდება. უნდა გავიაზროთ, რომ ყოველთვის, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები დავაყენოთ. კრიზისი რაც მეტად თვალში საცემი ხდება, მეტ გამოწვევას უნდა ველოდოთ. ჩვენ ამისთვის მზად ვართ და კიდევ უფრო მეტად მზად უნდა იყოს ჩვენი საზოგადოება“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს