რუსტემ უმეროვი - დავასრულეთ შეხვედრა ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან, მისი შედეგების შესახებ უკრაინის პრეზიდენტს ვაცნობე

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის რუსტემ უმეროვის განცხადებით, უკრაინის დელეგაციამ ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან შეერთებულ შტატებში შეხვედრა დაასრულა.

„დავასრულეთ შეხვედრა შეერთებულ შტატებში ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან. მისი შედეგების შესახებ უკრაინის პრეზიდენტს ვაცნობე. ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან შემდეგ ნაბიჯებსა და უახლოეს მომავალში ერთობლივი მუშაობის გაგრძელებაზე შევთანხმდით“, - წერს უმეროვი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, უმეროვმა განაცხადა, რომ 19 დეკემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან ანდრეი გნატოვთან ერთად, ის ამერიკულ მხარესთან და სხვა პარტნიორებთან კონსულტაციების კიდევ ერთ რაუნდს დაიწყებდა.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი 20-21 დეკემბერს მაიამიში გაემგზავრება, სადაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან და ტრამპის სიძესთან ჯარედ კუშნერთან აშშ-ის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო გეგმაზე მოლაპარაკებებს გამართავს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს