უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კასპიის ზღვაში რუსულ სამხედრო ხომალდს და საბურღ პლატფორმას დაარტყეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა კასპიის ზღვაში რუსულ ხომალდ „ოხოტნიკს“ დაარტყეს.

„19 დეკემბრის ღამეს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა წარმატებით გაანადგურეს რუსული პროექტის, 22460-ის სამხედრო ხომალდი „ოხოტნიკი“. ის კასპიის ზღვაში ნავთობისა და გაზის მოპოვების პლატფორმის მახლობლად პატრულირებდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

გენშტაბში აცხადებენ, რომ ხომალდს რამდენიმე უკრაინული დრონი მოხვდა.

გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კასპიის ზღვაში, ფილანოვსკის ნავთობისა და გაზის საბადოზე, „ლუკოილის“ საკუთრებაში არსებულ საბურღ პლატფორმას დაარტყეს.

ასევე დაზიანდა ყირიმის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კრასნოსელსკოეს მახლობლად მდებარე RSP-6M2 სარადარო სისტემა. გენერალური შტაბის ცნობით, რადარი შექმნილია საჰაერო ხომალდების მოძრაობის რეგულირებისთვის, კერძოდ, ცუდი ხილვადობის პირობებში ზუსტი დაშვებისთვის.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს