მიხეილ სარჯველაძე - დევნილთა განსახლების მიმართულებით, ძალიან მასშტაბური პროექტები მიმდინარეობს - განსახლების პროგრამის განხორციელების ტემპი არნახულია

განსახლების მიმართულებით, ძალიან მასშტაბური პროექტები მიმდინარეობს - 700-ზე მეტი ოჯახი, ახალ წელს საკუთარ ბინებში შეხვდება,- ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილების, ასევე პროგრამა მიმდინარეობს რუსთავში, ბორჯომსა და ზუგდიდში.

„განსახლების მიმართულებით, ძალიან მასშტაბური პროექტები მიმდინარეობს. ახლახან, თბილისში, ჩვენს მოქალაქეებს ბინები გადაეცათ. ასევე, იქვე მიმდინარეობს 7 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა. დიდი იმედი მაქვს, რომ მისი დიდი ნაწილი მომდევნო წელს დასრულდება. 700-ზე მეტი ოჯახი, ახალ წელს საკუთარ ბინებში შეხვდება, რაც ძალიან სასიხარულოა.

ასევე, საცხოვრებელი ბინები გადაეცათ ქუთაისში, 700-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო ბინა. გრძელდება ეს პროექტები რუსთავში, ბორჯომში, ასევე ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობს ზუგდიდში.

რაც შეეხება თანაფარდობას, უფრო დიდ ნაწილს მიღებული აქვს განსახლების კუთხით, სახელმწიფოს მხრიდან შესასრულებელი ვალდებულება. მოგეხსენებათ, ეს სხვადასხვა ფორმით ხორციელდება, ზოგან ეს დაკანონებით განხორციელდა, ზოგან - ბინით გადაცემით. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სოფლად სახლის პროგრამა. ამ ვალდებულებების შესრულება არნახული ტემპით მიმდინარეობს.

გადაწყვეტილების მიღება მეთოდოლოგიის მიხედვით ხდება. სწორედ ამ პრიორიტეტების განსაზღვრით, მიმდინარეობს ეს პროგრამა. ჩვენ, უპრეცედენტოდ მაღალი დაფინანსების პირობებში გავაგრძელებთ აღნიშნულ პროგრამას”, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი