20-21 დეკემბერს, ექსპო ჯორჯიას მე-4 და მე-5 პავილიონებში საქართველოს წიგნის ასოციაცია გიწვევთ თბილისის წიგნის საახალწლო ბაზრობაზე

20-21 დეკემბერს, ექსპო ჯორჯიას მე-4 და მე-5 პავილიონებში საქართველოს წიგნის ასოციაცია გიწვევთ თბილისის წიგნის საახალწლო ბაზრობაზე!

„ბაზრობაზე თქვენი საყვარელი გამომცემლობები და წიგნის მაღაზიები ახალი გამოცემებით, საახალწლო ფასდაკლებებით, განსაკუთრებული შეთავაზებებითა და დატვირთული ლიტერატურული პროგრამით დაგხვდებათ.

წიგნებთან ერთად ბაზრობაზე წარმოდგენილი იქნება საახალწლო სათამაშოები, დეკორი, ხელნაკეთი ნივთები, პოსტერები და ლიტერატურასთან დაკავშირებული სუვენირები - მრავალფეროვანი არჩევანი საახალწლო საჩუქრებისთვის!

20-21 დეკემბრის შეთავაზება „ბიბლუსის“ მომხმარებლებს წიგნის საახალწლო ბაზრობაზეც დახვდებათ:

ისარგებლეთ 50%-იანი ფასდაკლებით და დამატებით 30%-იანი ქეშბექით ახალი თიბისის ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას.

ახალი ბარათით გადახდისას ქეშბექის საერთო ლიმიტი 200 ლარი, ხოლო ახალი კონცეპტ ბარათით გადახდისას 250 ლარია.

ადგილზე დაგეგმილია ჯადოსნური, სახალისო და შემეცნებითი აქტივობებით დატვირთული ორი დღე თქვენი შვილებისთვის!

2025 წელს დამოუკიდებელი გამომცემლები გაერთიანდნენ უმთავრესი მიზნით – განავითარონ ქვეყანაში წიგნის ინდუსტრია და ლიტერატურული პროცესები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„მიგვაჩნია, რომ ჩვენ და ჩვენს მკითხველებს საერთო ფუნდამენტური ღირებულებები გვაერთიანებს, რომელთა ერთგულებაზე და წიგნის სიყვარულზეც დგას საქართველოს წიგნის ასოციაცია“, - აცხადებენ ორგანიზატორები.

გელოდებით წლის ბოლო ლიტერატურულ დღესასწაულზე!

მისამართი: ექსპო ჯორჯია, მე-4 და მე-5 პავილიონები (აკაკი წერეთლის 118)

დასწრება თავისუფალია!

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს