უკრაინაში ომის დასრულების თემაზე აშშ-სა და უკრაინას შორის, აშშ-რუსეთს შორის, ასევე ევროპასა და უკრაინას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგებზე, ასევე ვიდრე რუსეთი აგრძელებს ომს უკრაინაში, ევროკავშირის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე რუსული აქტივებთან და მომავალი ორი წლის მანძილზე უკრაინის დაფინანსების შესახებ, ასევე იმაზე, მოსკოვში რა წინადადებები განიხილება რუსული ენერგეტიკული სფეროს ამერიკელებისთვის გადაცემაზე და რა პირობებით, „ინტერპრესნიუსი“, პოლიტიკის ანალიტიკოს, ავთანდილ წულაძეს ესაუბრა.
- ბატონო ავთანდილ, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა ვერა და ვერ შეძლო ვერ მიაღწია იმას, რომ რუსეთს ცეცხლი შეეწყვიტა უკრაინაში, უკრაინაში ომის დასრულების რუსულ-ამერიკული სამშვიდობო გეგმაზე აქტიურად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები აშშ-სა და უკრაინას შორის, აშშ-რუსეთს შორის, ასევე ევროპასა და უკრაინას შორის.
მოუხედავად იმისა, აშშ-რუსეთს შორის მოლაპარაკებების შემდეგ ტრამპი და ვაშინგტონის მომლაპარაკებლები მოსკოვთან ხშირად საუბრობდნენ იმაზე რომ „სამშვიდობო მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და მხარეები ომის დასრულების შეთანხმებასთან ახლოს არიან, ჯერ მკაფიოდ არ ჩანს, რომ რეალურად ასე შეიძლება იყოს.
ამ ეტაპზე ასე ჩანს - ვერც უკრაინა და ტრამპის სურვილებისა და მონდომობის მიუხედავად, ვერც ამერიკა ვერ შეძლებენ კიევის იძულებას ნებაყოფილობით თქვას უარი რუსების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
რუსული პროპაგანდა ზეიმობს იმას, რომ ამ მოლაპარაკებების ფარგლებში აშშ-ს პოზიციაა ნატოს არგაფართოება, მაგრამ, ასეთ შემთხვევაში ვაშინგტონს მოუწევს უკრაინის უსაფრთხოებაზე აიღოს პასუხისმგებლობა. თან ამის შესახებ გადაწყვეტილება აშშ-ს კონგრესმაც უნდა მიიღოს და სენატმაც.
ვხედავთ, რომ ამ მოლაპარაკებების ფონზე გააქტიურებულია ევროპა, განსაკუთრებით ის ქვეყნები, ვისაც ევროკავშირში სიტყვა ეთქმის. ამ პროცესებში ევროპის მონაწილეობის თემას ჩვენ აუცილებლად შევეხებით.
თქვენ როგორ შეაფასებდით უკრაინაში ომის შეწყვეტის რუსულ-ამერიკულ სამშვიდობო გეგმებზე მიმდინარე მოლაპარაკებებს აშშ-სა და უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის?
- ტრამპი ძალიან ჩქარობდა უკრაინა-რუსეთს შორის ომის დასრულებაზე შეთანხმების მიღწევას, რადგან უნდოდა ყოფილიყო ნომინირებული მომავალი წლის ნობელის პრემიაზე. ეს არ გამოვიდა, შეფერხდა პროცესი, რადგან ევროპამ მხარი დაუჭირა უკრაინას.
უკრაინა-რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებისთვის მზად არ არის არც ევროპა, არც უკრაინა და არც რუსეთი. მოლაპარაკების მხარეებს შორის საკმაოზე მეტი წინააღმდეგობებია. მიუხედავად ამისა, მოლაპარაკებები გაგრძელდება.
ტრამპი ძალიან ჩქარობდა უკრაინა-რუსეთს შორის ომის დასრულებაზე შეთანხმების მიღწევას, რადგან უნდოდა ყოფილიყო ნომინირებული მომავალი წლის ნობელის პრემიაზე. ეს არ გამოვიდა, შეფერხდა პროცესი, რადგან ევროპამ მხარი დაუჭირა უკრაინას
მთავარი წინააღმდეგობა გახდა ტერიტორიული საკითხი. პუტინმა პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა რომ დონბასს არ დათმობს, თავის მხრივ დათმობაზე ვერც უკრაინა მიდის. ბრძოლის ველზე სიტუაცია ისეთია, რომ არც ერთ მხარეს არ აქვს რესურსი გადავიდეს შეტევაზე.
ომების ისტორიაში არ ყოფილა პრეცედენტი, როცა არც ერთ მხარეს უპირატესობა არ აქვს, ერთმა მხარემ მეორეს დაუთმოს ტერიტორია. ასეთი პრეცედენტი მე არ მახსენდება.
უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი მეორადია. პირველია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა. თუ პუტინი დათანხმდებოდა ომის გაყინვაზე იმ ვითარებაში, როცა უკრაინა ნატოში არ შედის, ეს რეალური სქემა იქნებოდა. მაგრამ, პუტინი ამბობს რომ ან ძალით, ან მშვიდობიანი გზით უკრაინის ამ ტერიტორიებს, რომელიც, მისი თქმით, რუსეთს ეკუთვნის დაიბრუნებს.
უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი მეორადია. პირველია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა. თუ პუტინი დათანხმდებოდა ომის გაყინვაზე იმ ვითარებაში, როცა უკრაინა ნატოში არ შედის, ეს რეალური სქემა იქნებოდა. მაგრამ, პუტინი ამბობს რომ ან ძალით, ან მშვიდობიანი გზით უკრაინის ამ ტერიტორიებს, რომელიც, მისი თქმით, რუსეთს ეკუთვნის დაიბრუნებს
ვიმეორებ, ახლა უკრაინის ტერიტორიების საკითხია მთავარი და ყველა დანარჩენი მეორადი. თუ ეს საკითხი არ გადაწყდა, ე.წ. სამშვიდობო გეგმის სხვა პუნქტებზე საუბარი ზედმეტია. „პირდაპირი ეთერის“ ფარგლებში პუტინის განცხადებების ფონზე ცხადია, რომ აშშ-სა და რუსეთს, უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ჩიხშია შესული. ასეა თუნდაც იმის გამო რაც პუტინმა ასე გამოხატა - „ხელები მექავება უკრაინაში ომის გასაგრძელებლად“!
ცხადია, რომ პუტინი არ აპირებს უკრაინაში ომის დასრულებას. კვლავ იმეორებს რომ დონბასი რუსეთის ისტორიული მიწაა. იურიდიულად არ არსებობს იმის საშუალება რომ უკრაინამ რუსეთს გადასცეს მისი ტერიტორიები. ამას ვერც ევროპა და ვერც აშშ დაუჭერს მხარს. იურიდიულად ეს არარეალისტური გზაა. ფაქტიურად, აშშ-რუსეთის და უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩიხში პუტინმა შეიყვანა.
აშშ-რუსეთის და უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩიხში პუტინმა შეიყვანა
- ამ მოლაპარაკებებში კიევის პოზიცია მკაფიოა - უკრაინა არ დათანხმდება ოკუპირებული დონბასის დათმობას. ამ თემაზე მოლაპარაკებებში ჩართულმა პრეზიდენტ პუტინის წარმომადგენელმა უშაკოვმა განაცხადა რომ „ყირიმი 1000%-ით რუსებს დარჩება“.
ამ განცხადებამ გააჩინა განცდა, რომ არ იყო გამორიცხული პუტინს დონბასი დაეთმო, მაგრამ თუ რუსეთის პრეზიდენტების შემდგომ განცხადებებს გავიხსენებთ, ამის მსგავსი არც არაფერი ხდება.
პუტინი და მისი გარემოცვა მუდმივად საუბრობენ „ომის დაწყების მიზეზების აღმოფვრაზე“, იმაზე რომ კიევი და უკრაინის დანარჩენი არაოკუპირებული რეგიონები მოსკოვს კონტროლს უნდა ექვემდებარებოდეს.
ამგვარი განწყობები კრემლში იმაზე მიანიშნებს რომ რა პირობებითაც არ უნდა დასრულდეს ომი უკრაინაში, რუსეთს მუდმივად ექნება სურვილი დაიმორჩილოს უკრაინის დასარჩენი ტერიტორიები. როგორც ჩანს, ამიტომაცაა ასე რომ ეწინააღმდეგება რუსეთი დაპირისპირების ხაზზე ევროპელების გამოჩენას.
რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ უკრაინის უსაფრთხოებაზე პასუხიმგებლობა ტრამპის ადმინისტრაციამ თავის თავზე აიღოს?
იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-მ 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმი ვერ და არ შეასრულა, ახლა იგივე ხომ არ შეიძლება მოხდეს?
- ბუდაპეშტის 1994 წლის მემორანდუმის სცენარი უკვე არ არის რეალისტური იმიტომ რომ მაშინ სულ სხვა სიტუაცია იყო. მაშინ არც არავინ ფიქრობდა რომ ევროპაში ომი იქნებოდა.
უშაკოვის განცხადებები ისევ რუსეთისთვის ტერიტორიების გადაცემის თემას უკავშირდება. ზელენსკიმ უკრაინის მხრიდან ტერიტორიულ დათმომებს რომ მოაწეროს ხელი, ეს შეთანხმება იურიდიულად გაუმართავი იქნება რადგან ეს ეწინააღმდეგება უკრაინის კონსტიტუციას. უკრაინის კონსტიტუციის 157-ე მუხლი კრძალავს ცვლილებებს, რომლებიც არღვევს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.ტრამპის მიდგომა მშვიდობისათვის გაცვალეთ ტერიტორიები, არარეალიქტურია. ასე, რადგან საუბარი არაა უძრავი ქონების დათმობაზე, საუბარია ქვეყნის ტერიტორიებზე.
ზელენსკიმ უკრაინის მხრიდან ტერიტორიულ დათმომებს რომ მოაწეროს ხელი, ეს შეთანხმება იურიდიულად გაუმართავი იქნება რადგან ეს ეწინააღმდეგება უკრაინის კონსტიტუციას. უკრაინის კონსტიტუციის 157-ე მუხლი კრძალავს ცვლილებებს, რომლებიც არღვევს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.ტრამპის მიდგომა მშვიდობისათვის გაცვალეთ ტერიტორიები, არარეალიქტურია
რაც შეეხება უკრაინის უსაფრთხოებაზე საუბრებს. ტრამპს პრეზიდენტობის წინა ვადაში უსაფრთხოების საკითხებში ჰყავდა მრჩეველი ჯონ ბოლტონი, ამ თემაზე მან განაცხადა - „უკრაინა არ უნდა ენდოს ტრამპს და უარი არ უნდა თქვას ქვეყნის ნატოში გაწევრიანებაზე“.
მისივე თქმით უკრაინის ნატოში გაწევრიანება არის უკრაინის უსაფრთხოების ერთად ერთი გარანტია.
- აშშ-სა რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებს ყურადღებით ადევნებს თვალს ევროპა. ამ მოლაპარაკებების ფონზე პრეზიდენტ ზელენსკის არა ერთი შეხვედრა ჰქონდა ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებთან.
ვნახეთ ისიც, რომ როცა ტრამპი პუტინთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე საუბრობდა, კანცლერმა მერცმა არაორაზროვნად თქვა - „ევროპა სუდეტურად წაგლეჯვის რუსულ ვერსიას ვერ დაუშვებდა.“
მეტიც, საერთაშორისო სასამართლომ, რომელის ოფისი ჰააგაშია, შეახსენეს პრეზიდენტ ტრამპს, რომ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულების გამო პუტინის წინააღმდეგ საქმეები სისხლის სამართლის სასამართლოს აქვს დაწყებული გამოძიება. სხვათა შორის, მიმდინარე კვირას ევროპელმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს თავისი პოზიცია რომ სისხლის სამართლის სასამართლო რუსეთის უკრაინაში ქმედებებზე გამოძიებას კვლავ გააგრძელებს.
აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ევროპელებმა ტრამპს ღიად უთხრეს, რომ მათთვის დიდი რვიანში რუსეთის დაბრუნება მიუღებელია.
თქვენ როგორ შეაფასებდით აშშ-უკრაინას, აშშ-რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე ევროპის დამოკიდებულებას და პოზიციას?
- ფაქტიურად, ევროპა აცხადებს რომ ის უნდა გახდეს დამოუკიდებელი გეოპოლიტიკური მოთამაშე. თუ ევროპა მანამდე სამხედრო საკითხებში აშშ-ს მხარდაჭერას ეყრდნობოდა, ახლა ევროპამ აიღო კურსი გახდეს დამოუკიდებელი გეოპოლიტიკური მოთამაშე.
ფაქტიურად, უკრაინის ჯარი დღეს ევროპის ჯარია, იმიტომ რომ მას ევროპა აფინანსებს. გარდა ამისა ევროპა უკრაინას ეკონომიკის და სოციალურ საკითხებში კრედიტის აღების ხარჯზე დაეხმარება.
ახლა ევროპისთვის მთავარია ამერიკამ ხელი არ შეუშალოს უკრაინის დახმარებაში. ევროპას ფინასური რესურსი აქვს, სამხედრო წარმოება აქვს. ევროპის მილიტარიზაციის პროცესი მიმდინარეობს.
ევროპა აცხადებს რომ ის უნდა გახდეს დამოუკიდებელი გეოპოლიტიკური მოთამაშე. თუ ევროპა მანამდე სამხედრო საკითხებში აშშ-ს მხარდაჭერას ეყრდნობოდა, ახლა ევროპამ აიღო კურსი გახდეს დამოუკიდებელი გეოპოლიტიკური მოთამაშე
ჩემი აზრით, ტრამპი უკრაინის ომს ევროპაზე ეკონომიკური ზეწოლისთვის იყენებს. ტრამპს პირველ რიგში ეკონომიკური საკითხები აინტერესებს. ტრამპს ევროკავშირში აღიზიანებს ევროკავშირის რეგულაციები, ტარიფები და ასე შემდეგ. ამიტომაცაა რომ აშშ-ს ევროპასთან ვაჭრობაში უარყოფითი სალდო აქვს.
ტრამპის განცხადებები რომ რუსეთი უნდა დაბრუნდეს დიდი რვიანში ეს უფრო ევროპაზე პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტებია ვიდრე ვაშინგტონის რეალისტური გეგმები. ტრამპისთვის რუსეთ-უკრაინის ომის შედეგები არ არის მნიშვნელოვანი. მნბიშვნელოვანია ევროპაში ამერიკის დომინაცია.
ტრამპისთვის რუსეთ-უკრაინის ომის შედეგები არ არის მნიშვნელოვანი. მნბიშვნელოვანია ევროპაში ამერიკის დომინაცია
- მიმდინარე კვირას რუსეთთან ომში მყოფი უკრაინისთვის ფინანსურ, სამხედრო და სოციალურ დახმარებაზე იმსჯელეს ევროკავშირშიც.
უნგრეთის პრემიერ ორბანისა და ევროპის რიგი ქვეყნების ლიდერების მცდელობის გამო, რომლებიც პუტინის თანამოაზრეებად მიიჩნევიან, ევროკავშირმა მაინც მიიღო გადაწყვეტილება უკრაინის დასახმარებლად.
ევროკავშირმა აიღო სესხები, რომლის მთავარი გარანტი ევროპაში რუსული ფულია. უკრაინა ევროპისაგან 2026-2027 წლებში მიიღებს 90 მილიარდ ევროს. ეს ფული საფინასო ბაზარზე ობლიგაციების გზით მიიღება, რომლის გარანტორი ევროპის ქვეყენების ბიჯეტები იქნებიან.
ეს ფული ასევე იქნება გაყინული რუსული აქტივებისგან აღებული სესხებიდან მიღებული თანხები. რუსეთის იმედების მიუხედავად, უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერა არ შესუსტებულა.
როცა ამ თემაზე ვსმჯელობთ, კანცლერ მერცის კიდევ ერთი განცხადება უნდა გავიხსენოთ - „რუსულ აქტივებს გაყინულს შევინარჩუნებთ, ვიდრე რუსეთი უკრაინას კომპენსაციას არ გადაუხდის“.
რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ის ვალდებულებები, რომელიც ევროპამ უკრაინის დასახმარებლად აიღო, ევროპა შეძლებს მათ შესრულება?
და შეძლებს კი ევროპა ფინანსურად და ეკონომიკურად წინააღმდეგობის გაწევას ერთი მხრივ ამერიკისთვის, ხოლო მეორე მხრივ რუსეთისთვის?
- რაც შეეხება ფინანსებს. ევროკავშირისთვის 90 მილიარდი ევრო არ არის დიდი თანხა. ევროკავშირს ბევრი ფული აქვს და აქ მისთვის ფინანსური პრობლემა არ არის მთავარი.
ევროპამ უკრაინის დასახმარებლად იმიტომ აიღო სესხი და არ გამოიყენა რუსული აქტივები რომ დროის ფაქტორი აღმოჩნდა გადამწყვეტი. რუსული აქტივების გამოყენების შემთხვევაში რუსებს შეეძლოთ სასამართლოში ეჩივლათ და უკრაინისთვის დახმარება დროში გაიწელებოდა.
ევროპამ უკრაინის დასახმარებლად იმიტომ აიღო სესხი და არ გამოიყენა რუსული აქტივები რომ დროის ფაქტორი აღმოჩნდა გადამწყვეტი. რუსული აქტივების გამოყენების შემთხვევაში რუსებს შეეძლოთ სასამართლოში ეჩივლათ და უკრაინისთვის დახმარება დროში გაიწელებოდა
არადა, უკრაინას დახმარება ახლა სჭირდებოდა. გარდა ამისა, ევროპის მხრიდან ეს გახლდათ პოლიტიკური ნაბიჯი. ეს დახმარება გათვლილია ორ წელზე. ამ დახმარებას უკრაინა 2026-2027 წელბში მიიღებს. ეს კი იმას ნიშნავს რომ უკრაინას ფინანსური და სამხერო დახმარების პრობლემები არ ექნება. ამ დახმარებით უკრაინას ექნება შესაძლებლობა წინააღმდეგობა გაუწიოს რუსულ აგრესიას ამერიკელების გარეშე.
ევროპას ამერიკის გარეშე არ გაუჭირდება უკრაინის დახმარება. გარდა ამისა, უნდა ვიცოდეთ რომ ევროპაში დაწყებულია სოციალური დახმარების პროგრამების შემცირების პროცესი. ამის პარალელურად იზრდება სამხედრო ხარჯები.
შესაძლოა, ევროპელ ამომრჩეველს ასეთი ტენდენციები არ მოეწონება, მაგრამ, ამის გაკეთებას ევროპული ქვეყნები ეტაპობრივად და ფრთხილად აკეთებენ, რომ ამომრჩეველები არ გაღიზიანდნენ.
ევროპას ამერიკის გარეშე არ გაუჭირდება უკრაინის დახმარება. გარდა ამისა, უნდა ვიცოდეთ რომ ევროპაში დაწყებულია სოციალური დახმარების პროგრამების შემცირების პროცესი. ამის პარალელურად იზრდება სამხედრო ხარჯები
ევროპა სამხედრო რელსებზე არ გადადის იმის გამო რომ მსოფლიო ომი არაა, მაგრამ, მილიტარიზაციის ის პროცესი რომელიც ევროპამ კარგა ხანია გამოაცხადა, ნიშნავს ევროპაშო სოციალური ხარჯების შემცირებას და სამხედრო ხარჯების გაზრდას. ვიმეორებ, ეს პროცესი ევროპაში ეტაპობრივად განხორციელდება. ასე რომ ევროპას უკრაინის დახმარება არც ფინასურად, არც ეკონომიკურად და არც პოლიტიკურად არ გაუჭირდება.
- დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ ევროკავშირმა ამ გადაწყვეტილებით ევროპამ მიაღწია მთავარს - აშშ-ს ხელში არ და ვერ მოხვდება ევროპულ ბანკებში არსებული რუსული ფულები.
არადა, ეს ის თანხებია, რომლითაც ტრამპი გეგმავდა აშშ-სა და რუსეთის მიერ რუსეთის აღდგენისათვის ერთობლივი ფონდის შექმნას, რომლიდანაც 50 მილიარდი აშშ-ს უნდა წაეღო ამერიკული კომპანიებს რუსეთის ეკონომიკის აღგენის საჭიროებებისთვის გამოსაყენებლად.
უცნაური ისაა, რომ საუბარი არ იყო რუსეთის მიერ უკრაინისთვის მიყენებული ზარალის აღდგენაში რუსული ფინანსების გამოყენებაზე. იმ შემთხვევაშიც კი თუ მოხდებოდა შეთანხმება ომის დასრულებაზე, აგრესორი რუსეთი დაზარალებულ უკრაინას რეპარაციებს კი არ გადაუხდიდა, არამედ ამერიკულ კომპანიებს მოხმარდებოდა.
ამ თემაზე და უკრაინა-რუსეთის ომის დასრულების კრემლის გეგმებზე განცხადებები პრეზიდენტ პუტინისგან კიდევ ერთხელ, ამჯერად „პირდაპირი ეთერის“ მიმდინარეობისას მოვისმინეთ.
თქვენ როგორ შეაფასებდით უკრაინაში ომის დასრულებაზე, ასევე უკრაინის ევროპულ დახმარებაზე პრეზიდენტ პუტინის განცხადებებს?
იმას, რაც მან უკრაინასთან დაკავშირები პუტინმა „პირდაპირ ეთერში“ თქვა?
- რუსული აქტივების აშშ-ს მიერ გამოყენება იყო ტრამპი-პუტინის სამშვიდობო გეგმის ერთ-ერთი მუხლი. ევროპის გადაწყვეტილება ევროპაში რუსული აქტივების გაყინვის შესახებ იყო ევროპის გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება ტრამპისა და პუტინის წინააღმდეგ.
რაც შეეხება პუტინის განცხადებებს, პუტინი ისევ ემუქრება ევროპას. თუმცა, მას არ აქვს რეალური ბერკეტები ევროპაში გაყინული აქტივების დასაბრუნებლად. შეიძლება ითქვას რომ ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა. ამის შემდეგ ტრამპს უკრაინა-რუსეთის ომის მიმართ ნაკლები ინტერესი ექნება. ტრამპისთვის ყოველთვის მთავარი იყო ეკონომიკური მოგება. ტრამპს უნდოდა რუსული აქტივების ამერიკის ეკონომიკისთვის გამოყენება. ახლა გამოდის რომ ის ამას ვერ შეძლებს.
ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა. ამის შემდეგ ტრამპს უკრაინა-რუსეთის ომის მიმართ ნაკლები ინტერესი ექნება. ტრამპისთვის ყოველთვის მთავარი იყო ეკონომიკური მოგება. ტრამპს უნდოდა რუსული აქტივების ამერიკის ეკონომიკისთვის გამოყენება. ახლა გამოდის რომ ის ამას ვერ შეძლებს
ტრამპს უკრაინისა და რუსეთის მიმართ ეკონომიკური ინტერესი აღარ აქვს, ვერც ნობელის პრემიისთვის ნომინირებას ვერ ასწრებს. არაა გამორიცხული უკრაინა-რუსეთის ომის მიმართ ტრამპმა ინტერესი დაკარგოს. უკრაინის დახმარებაში ევროპას ხელს არ შეუშლის, მაგრამ, თავად ამ პროცესში არ ჩაერევა.
ჩემი აზრით, ეს იყო ევროპული დიპლომატიის მთავარი ამოცანა. ამ პროცესში ტრამპის აქტიურობა ევროპისთვის არ არის სასურველი. გარდა ამისა, აშშ გააგრძელებს უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას.
- მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ეკონომიკურ მდგომარეობაზე სრული და ამომწურავი ინფორმაცია არ გვაქვს, ვიცით რომ რუსული ეკონომიკა ომის წარმოების ეკონომიკაზეა გადასული, ქვეყანას რომ საკმაოდ ძნელადდასაძლევი პრობლემები აქვს, ფაქტია.
თავად რუსები არ მალავენ იმას, რომ რუსეთის ეკონომიკა ახლა როგორც არასდროს მიბმულია ჩინეთის ეკონომიკას. რაც უფრო გრძელდება უკრაინა-რუსეთის ომი, რუსეთი სულ უფრო მეტად ხდება ჩინეთზე დამოკიდებული.
ამის მიუხედავად, ცენტრალური აზიის ქვეყნებში ვიზიტებით პუტინი ცდილობს იმის დემონსტრირებას რომ რუსეთის გავლენა ცენტრალური აზიის ქვეყნებში დიდია. თუმცა, მას შემდეგ რაც ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერები ტრამპს თეთრ სახლში შეხვდნენ, ეს გავლენები, როგორია, არ ვიცით.
სავარაუდოდ, როგორ გამოიყურება უკრაინაში მეოთხე წლის თავზე ომში ჩართული რუსეთის ეკონომიკა?
მას შემდეგ, რაც ტრამპი ცენტრალური აზიის ლიდერებს თეთრ სახლში შეხვდა, სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს პუტინის ვიზიტები ტაჯიკეთსა და თურქმენეთში?
- ჩინეთი უკრაინაში ომს რუსეთის გეოპოლიტიკურად და ეკონომიკურად დასასუსტებლად იყენებს. ჩინეთი აძლიერებს თავის გავლენას ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, ხოლო რუსეთის გავლენა ამ ქვეყნებში სუსტდება. გრძელვადიან პერსპექტივაში, რუსეთის სუვერენიტეტისთვის მთავარი საფრთხე ჩინეთია და არა დასავლეთის ქვეყნები.
ტაჯიკეთსა და თურქმენეთში გამართული შეხვედრები და მასში პუტინის მონაწილეობა პუტინის იმიჯისთვის კეთდება. მათი მიზანია იმის ჩვენება რომ საერთაშორისო პოლიტიკაში პუტინი აქტიურია. პუტინი ევროპაში ვერ დადის, რადგან საერთაშორისო სასამართლოს იგი სამხედრო დამნაშავედ ჰყავს გამოცხადებული.
ტაჯიკეთსა და თურქმენეთში გამართული შეხვედრები და მასში პუტინის მონაწილეობა პუტინის იმიჯისთვის კეთდება. მათი მიზანია იმის ჩვენება რომ საერთაშორისო პოლიტიკაში პუტინი აქტიურია. პუტინი ევროპაში ვერ დადის, რადგან საერთაშორისო სასამართლოს იგი სამხედრო დამნაშავედ ჰყავს გამოცხადებული
პუტინის ტაქტიკაა საინფორმაციო სივრცეში აქტიური იყოს. მას უნდა რუსეთის მოსახლეობას და დანარჩენ მსოფლიოს აჩვენოს მას ყველგან პატივს სცემენ, თან რუსეთში ყველაფერი კარგადაა. უკრაინის ფრონტზეც წარმატებულია და ასე შემდეგ.
რაც შეეხება ეკონომიკურ სიტუაციას, რუსეთში დღეს ისევე როგორც თავის დროზე სსრკ-ში ინფორმაცია საკმაოზე მეტადაც კი შეზღუდულია. შეუძლებელია იმის გაგება თუ რა ხდება ეკონომიკაში. ეკონომიკაზე სტატისტიკა ისვე არა სარწმუნოა, როგორც სსრკ-ს დროს. „პატიომკინის სოფლების“ შექმნის ტრადიცია რუსეთში დიდი ხანია არსებობს და ეს ტრადიციაც ამ თვალსაზრით წარმატებით გრძელდება.
კასიანოვი თვლის რომ 2026 წლის პირველ კვარტალში რუსეთს დიდი ეკონომიკური პრობლემები ექნება და პუტინი ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე იძულებული იქმება დათანხმდეს უკრაინაში ომის დასრულებას
ეკონომიკურ პროგნოზებს რაც შეეხება, მე ყველაზე სარწმუნოდ ექს-პრემიერ მიხეილ კასიანოვის მოსაზრებები მიმაჩნია. იგი პუტინის პრეზიდენტობისას იყო პრემიერი და კარგად იცის ასეთ ვითარებაში რა ხდება რუსეთის უმაღლეს ეშელონებში.
კასიანოვი თვლის რომ 2026 წლის პირველ კვარტალში რუსეთს დიდი ეკონომიკური პრობლემები ექნება და პუტინი ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე იძულებული იქმება დათანხმდეს უკრაინაში ომის დასრულებას.
- ვიცით რომ რუსეთმა გაზარდა ბიუჯერი, მათ შორის სამხედრო ბიუჯეტი. თუ პუტინის განცხადებებს გავიხსენებთ, არანაირი წინაპირობა არ არსებობს რომ პუტინმა უკრაინაში ომი დაასრულოს.
რჩება შთაბეჭდილება, რომ მას კიდევ დიდხანს შეუძლია უკრაინაში ომის გაგრძელება. რეალურად ასეა?
- მიუხედავად იმისა, რომ ამბობენ რომ ტრამპი პუტინს უჭერს მხარს, ტრამპი ნავთობის ბიზნესის ლობისტია. ამიტომ ამ სფეროში მისი პოლიტიკა ძალიან მკაცრი და რუსეთისთვის ძალიან დამაზიანებელია.
„როსტნეფტზე“ და „ლუკოილზე“ დაწესებული სანქციები მოქმედებს. არაა გამორიცხული აშშ-მ ახალი სანქციები გამოაცხადონ რუსეთის ჩრდილოვან ტანკერებზე. ანუ შეიძლება დაიწყოს ამ ტანკერების დაპატიმრება და ნავთობის ტრეიდერების, ანუ შუამავლების დასანქცირება. ეს რუსეთისთვის ძალიან მტკივნეული იქნება.
ეკონომიკური ტენდენციებიდან გამომდინარე პუტინს ძალიან ცოტა დრო აქვს იმისთვის, რომ ამ სიტუაციიდან გამარჯვებული გამოვიდეს. თუ ნავთობის ფასი გრძელვადიანად იაფი იქნა, რუსეთი ვერ შეძლებს უკრაინაში ინტენსიური ომის გაგრძელებას
ვხედავთ, რომ ნავთობის ფასი ეცემა. J.P. Morgan-ი უახლოეს მომავალში, ანუ 2 წელიწადში, ნავთობის ფასის 50%-ით დაცემას და იმას პროგნოზირებს რომ მისი ფასი ბარელზე 30 აშშ დოლარი იქნება.
ეკონომიკური ტენდენციებიდან გამომდინარე პუტინს ძალიან ცოტა დრო აქვს იმისთვის, რომ ამ სიტუაციიდან გამარჯვებული გამოვიდეს. თუ ნავთობის ფასი გრძელვადიანად იაფი იქნა, რუსეთი ვერ შეძლებს უკრაინაში ინტენსიური ომის გაგრძელებას.
- იმ რიტორიკის ფონზე, რაც პუტინისგან მოვისმინეთ, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით სავარაუდოდ, რა დათმობებზე შეიძლება წავიდეს უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით რუსეთი?
- რუსეთში პროპაგანდისტული რიტორიკა ძალიან სწრაფად იცვლება. არაა გამორიცხული ერთ დღეს პუტინმა იმის საწინააღმდეგო თქვას, რაც ცოტა ხნის წინ თქვა. ამ მხრივ მას კარგა ხანია ხელები გახსნილი აქვს.
უკრაინა-რუსეთის ომის დასრულებასთან დაკავშირებით მე ყველაზე რეალისტური მიმაჩნია კორეული სცენარი. ანუ, ცეცხლის შეწყვეტა იმ ხაზზე სადაც ახლა დაპირისპირებული სამხედრო ძალები დგანან.
უკრაინა-რუსეთის ომის დასრულებასთან დაკავშირებით მე ყველაზე რეალისტური მიმაჩნია კორეული სცენარი. ანუ, ცეცხლის შეწყვეტა იმ ხაზზე სადაც ახლა დაპირისპირებული სამხედრო ძალები დგანან
ასე შეიძლება შეწყდეს ომი სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელის მოწერის გარეშე. ასეთი იყო და ახლაც არის კორეული სცენარი. ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა დღემდე არიან ერთმანეთის მიმართ სამხედრო მდგომარეობის რეჟიმში. დღეის მდგომარეობით რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების ყველაზე რეალიტური სცენარი ასე გამოიყურება.
ყველაფერი დანარჩენი, უკრაინის ნატოში გაწევრიანება, უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, რუსეთის მსოფლიო ეკონომიკაში დაბრუნება ეს გრძელვადიანი მოლაპარაკებების პროცესში შეიძლება გადაწყდეს.
რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტალის ბოლოს შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი