უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოკუპირებულ ყირიმში „სუ-27“ ტიპის ორი რუსული თვითმფრინავი გაანადგურეს

უკრაინელებმა დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ბელბეკის აეროდრომზე ორი რუსული „სუ-27“ ტიპის თვითმფრინავი გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების ცენტრის „ალფა“-ს შორი მოქმედების დრონებმა ორი სუ-27 ტიპის თვითმფრინავი გაანადგურეს ბელბეკში, რუსეთის სამხედრო

აეროდრომზე, დროებით ოკუპირებულ ყირიმში. ერთ-ერთი თვითმფრინავი სადესანტო ზოლზე იმყოფებოდა, საბრძოლო მასალით დატვირთული და საბრძოლო მზადყოფნაში. ის განადგურდა“, - აცხადებენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში.

უწყების ინფორმაციით, ორივე თვითმფრინავის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 70 მილიონი დოლარია.

ასევე დადასტურდა სადისპეტჩერო კოშკზე დარტყმა, რამაც შეიძლება გაართულოს აეროდრომზე ფრენების ორგანიზება და კონტროლი.

„ეს არის უსაფრთხოების სამსახურის მიერ მეორე წარმატებული თავდასხმა ბელბეკის აეროდრომზე ბოლო დღეების განმავლობაში. 18 დეკემბერს, უსაფრთხოების სამსახურის დრონებმა აეროდრომზე ასობით მილიონი დოლარის ღირებულების რუსული ტექნიკა გაანადგურეს“, - აცხადებენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში.

მათი ინფორმაციით, განადგურებულ რუსულ ტექნიკას შორის იყო: ორი რადარი, სარაკეტო სისტემა და „მიგ-31“ ტიპის თვითმფრინავი საბრძოლო მასალის სრული კომპლექტით.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს