ტულსი გაბარდი - რუსეთი ცდილობს, ნატო-სთან ფართომასშტაბიანი ომი თავიდან აიცილოს - მოსკოვს ამ ეტაპზე უკრაინის სრულად დაპყრობისა და ოკუპაციის უნარი არ აქვს, რომ აღარაფერი ვთქვათ ევროპაზე

რუსეთი ცდილობს, ნატო-სთან ფართომასშტაბიანი ომი თავიდან აიცილოს , - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი, ტულსი გაბარდი სოციალურ ქსელში წერს.

ტულსი გაბარდი Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს კვლავ სურს უკრაინის სრულად დაპყრობა და ევროპის იმ ნაწილის დაბრუნება, რომელიც ადრე საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა.

„არა, ეს სიცრუე და პროპაგანდაა. Reuters-ი მიზანმიმართულად ავრცელებს ამას მილიტარისტების ინტერესების მხარდასაჭერად, რომლებიც ცდილობენ ომის დასრულების მიზნით პრეზიდენტ ტრამპის დაუღალავ ძალისხმევას ხელი შეუშალონ“, - წერს გაბარდი X-ზე.

მისი თქმით, Reuters-ი „ცრუ ნარატივს ავრცელებს პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევის დაბლოკვის და ხალხში ისტერიისა და შიშის გაღვივების მიზნით, რომ ომის ესკალაციას დაუჭირონ მხარი, რაც ნატო-სა და ევროკავშირს ნამდვილად სურს, რათა აშშ-ის შეიარაღებული ძალები რუსეთთან ომში პირდაპირ ჩაითრიონ“.

„სიმართლე ის არის, რომ აშშ-ის დაზვერვამ პოლიტიკოსებს აცნობა, რომ რუსეთი ცდილობს ნატო-სთან ფართომასშტაბიანი ომი თავიდან აიცილოს. დაზვერვის შეფასებით, როგორც ამას ბოლო რამდენიმე წელი აჩვენებს, ბრძოლის ველზე რუსეთის შედეგები მიუთითებს, რომ რუსეთს ამ ეტაპზე უკრაინის სრულად დაპყრობისა და ოკუპაციის უნარი არ აქვს, რომ აღარაფერი ვთქვათ ევროპაზე“, - აცხადებს გაბარდი.

მანამდე, Reuters-მა წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოება თვლის, ვლადიმერ პუტინის მიზანს კვლავ უკრაინის სრულად ოკუპაცია და ევროპის ნაწილის დაპყრობა წარმოადგენს.

„დაზვერვის მონაცემები ყოველთვის ის იყო, რომ პუტინს მეტი სურს. ამაში ევროპელები დარწმუნებულები არიან. პოლონელებს ეს აბსოლუტურად სჯერათ. ბალტიისპირეთის ქვეყნები ფიქრობენ, რომ პირველები ისინი იქნებიან“, - განუცხადა გამოცემას აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის „დემოკრატმა“ წევრმა მაიკ ქუიგლიმ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის