ირაკლი ყანდაშვილი - ქართველი ადვოკატებისთვის მნიშვნელოვანი დღეა - აქტივობა დილიდან ძალიან მაღალია, რაც ნიშნავს, რომ თითოეული ადვოკატი ხვალინდელ დღეზე ვფიქრობთ და ვაკეთებთ არჩევანს

ქართველი ადვოკატებისთვის დღეს მნიშვნელოვანი დღეა - ძალიან მიხარია, რომ აქტივობა დილიდან ძალიან მაღალია, ეს ნიშნავს იმას, რომ თითოეული ადვოკატი ჩვენს ხვალინდელ დღეზე ვფიქრობთ და ვაკეთებთ არჩევანს, - ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ირაკლი ყანდაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გამარჯვების შემთხვევაში მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მათი მთავარი პრიორიტეტი ადვოკატების უფლებების დაცვა იქნება.

„ქართველი ადვოკატებისთვის დღეს მნიშვნელოვანი დღეა. ძალიან მიხარია, რომ აქტივობა დილიდან ძალიან მაღალია. ეს ნიშნავს იმას, რომ თითოეული ადვოკატი ჩვენს ხვალინდელ დღეზე ვფიქრობთ და ვაკეთებთ არჩევანს. მოხარული ვარ, რომ პირველი ტური ჩემი გამარჯვებით დასრულდა. კიდევ უფრო მოხარული ვარ, რომ დიდი ნდობა გამოუცხადა ჩემს გუნდს ადვოკატთა კორპუსმა. ჩვენ მზად ვართ, თითოეულ ადვოკატს [დავეხმაროთ], განურჩევლად მათი გაკეთებული არჩევანისა, ჩვენი ერთადერთი მიზანია - პროფესია, პროფესია და პროფესია, რომელსაც ჩვენ განვავითარებთ.

მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი მთავარი აქცენტები იქნება განუხრელად ადვოკატის უფლებრივ დაცვაზე და ადვოკატის საქმიანობის ეფექტურობის, გარემოს გაუმჯობესება, მათი სოციალური და ფინანსური მხარდაჭერისთვის ნაბიჯების გადადგმა“,- განაცხადა ყანდაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების ფარგლებში ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატები ირაკლი ყანდაშვილი და ირაკლი ჩომახაშვილი არიან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს