ნიუ იორკის მერმა ერიკ ადამსმა სასტუმრო ტელეგრაფში ნიუ იორკის სუიტი - სპეციალურად შექმნილი სივრცე გახსნა, რომელიც ნიუ იორკის ენერგიას, უნიკალურ დინამიკას და სულს ასახავს.
ადამსი საქართველოს სილქ როუდ ჯგუფისა და USA Georgia Legacy Foundation-ის მოწვევით ესტუმრა. ეს ვიზიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია თბილისსა და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქალაქს, ნიუ იორკს, შორის კულტურული და მეგობრული კავშირების გაღრმავების გზაზე.

ბატონი ადამსის ვიზიტი ხაზს უსვამს თბილისის, როგორც კულტურული დიალოგისა და საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრის, მზარდ პოპულარობას და აღნიშნავს სილქ როუდ ჯგუფის ძალისხმევას გააძლიეროს საქართველოს და თბილისის მიმზიდველობა სტუმართმოყვარეობის, გამორჩეული არქიტექტურისა და დაუვიწყარი გამოცდილების მეშვეობით.
გიორგი რამიშვილი - სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელი:
ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია ნიუ იორკის მერის, მერი ადამსის საქართველოში სტუმრობა. მან დაგვდო პატივი და გვეწვია ნიუ იორკში, როდესაც წინანდლის ღვინოების პრეზენტაცია გვქონდა. ეს შენობა, როდესაც აქ ფოსტა-ტელეგრაფი იყო, აკავშირებდა საქართველოს მთელ მსოფლიოსთან. ახლა, როდესაც ფუნქცია შევუცვალეთ და გადაიქცა საოცარ ხუთვარსკვლავიან სასტუმროდ, წარმოგვიდგენია, რომ ეს არის შეხვედრების და კავშირების ადგილი.
დღეს ჩვენ ამ სუიტს დავარქვით ნიუ იორკ სითი სუით. ეს არის ჩვენი გზავნილი საქართველოდან ყველა ნიუ იორკელისთვის, რომ ვეპატიჟებით და გვინდა, რომ ვიყოთ ერთამნაეთთან ძალიან ახლოს.

ერიკ ადამსი - ნიუ იორკის მერი:
თბილისში რომ ხვდები, აცნობიერებ, რომ ეს არის ქალაქი, რომელსაც აქვს საკუთარი ხმა, საკუთარი გზა, ქალაქი, სადაც ძველი და ახალი ერთმანეთს ერწყმის. განსაკუთრებით შესანიშნავია მისი მდიდარი კულტურა, თუმცა მიმაჩნია, რომ ქალაქის მთავარი ძალა მისი ხალხია, მისი კეთილი, თავაზიანი, სტუმართმოყვარე ხალხი. ადამიანები, რომლებიც გაჩვენებენ, თუ რატომ არის ეს მომავლის ქალაქი. ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ.

სასტუმრო „ტელეგრაფში" არის ნიუ იორკისთვის მნიშვნელოვანი სიცრცე - ნიუ იორკ სუიტი. ეს ადგილი ატარებს მკაფიო გზავნილს ნიუ-იორკელებისთის, მთელი მსოფლიოსთვის: შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ საქართველოში, ისიამოვნოთ ამ სივრცით, ამ შესანიშნავი ხედით. მზე ყოველთვის სახეს გინათებს ნიუ იორკის სუიტში. ტელეგრაფი არის ადგილი, სადაც შეგიძლია გაერთო, ისიამოვნო არაჩვეულებრივი გარემოთი, ატმოსფეროთი, შესანიშნავი სამზარეულოთი. აქ არის მეგობრული ატმოსფერო, ძალიან სტუმართმოყვარე თანამშრომლები. აქ, სახლიდან ასე შორს, თავს ისე გრძნობ, თითქოს სახლში ხარ. არაჩვეულებრივი დრო გავატარე ამ ქალაქში, ამ სასტუმროში და ნიუ იორკის სუიტში.
ნიუ იორკის სუიტი სასტუმრო ტელეგრაფში იქნება მეგობრობის სიმბოლო ორ ქალაქს - თბილისსა და ნიუ იორკს - შორის, რომელთაც შემოქმედების სული, ამბიცია და მსოფლიოს მიმართ გახსნილობა აერთიანებს.
(R)