ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთიდან უარყოფითი სიგნალები მოდის - რუსეთმა ომის დასრულების აუცილებლობა რეალურად უნდა იგრძნოს

რუსეთმა ომის დასრულების აუცილებლობა რეალურად უნდა იგრძნოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრს, იონას გარ სტორეს ბოლო დროს მიმდინარე დიპლომატიური სამუშაოების შესახებ ესაუბრა.

„წინ სწრაფად მივიწევთ და ჩვენმა გუნდმა ფლორიდაში ამერიკულ მხარესთან იმუშავა. ევროპელი წარმომადგენლებიც იყვნენ მიწვეულები. მნიშვნელოვანია, რომ ეს მოლაპარაკებები კონსტრუქციული იყოს და ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, რომ რუსეთმა ომის დასრულების აუცილებლობა რეალურად იგრძნოს“, - წერს ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, „სამწუხაროდ, რუსეთიდან უარყოფითი სიგნალები მოდის“.

„საერთო გაგება არსებობს იმისა, რომ აშშ-ში ჩვენი დიპლომატიური გუნდის მუშაობის შემდეგ, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ფართო კონსულტაციები უნდა გავმართოთ“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს