საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია - ემანუელ მაკრონთან დიალოგისთვის ვლადიმერ პუტინის მზადყოფნა მისასალმებელია - მოქმედების საუკეთესო კურსის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მივიღებთ

ემანუელ მაკრონთან დიალოგისთვის ვლადიმერ პუტინის მზადყოფნა მისასალმებელია, - ამის შესახებ განცხადებას საფრანგეთის­ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„მისასალმებელია, რომ კრემლი ამ მიდგომას საჯაროდ დათანხმდა. მოქმედების საუკეთესო კურსის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მივიღებთ“, - აცხადებს ელისეის სასახლე.

ამასთან, ელისეის სასახლეში აღნიშნეს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან ნებისმიერი სახის დიალოგი უკრაინის პრეზიდენტთან და ევროპელ პარტნიორებთან „სრული გამჭვირვალობით“ შედგება და მიზანს კვლავ უკრაინისთვის „მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობის“ მიღწევა წარმოადგენს.

შეგახსენებთ, დღეს კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან დიალოგისთვის მზად არის.

მანამდე, 19 დეკემბერს, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან პირდაპირ დიალოგში ჩართვა მოუწევს.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა