ირაკლი ყანდაშვილი - ვერ ვხედავ გამარჯვებულს და დამარცხებულს - ყველა ვართ პროფესიის სამსახურში

მე ვერ ვხედავ გამარჯვებულს და დამარცხებულს, ეს არის პროცესი, რომლის დასრულების შემთხვევაში ყველა ვართ პროფესიის სამსახურში, - ამის შესახებ ირაკლი ყანდაშვილმა განაცხადა, რომელიც პირველადი მონაცემების თანახმად საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე გახდა.

როგორც მან აღნიშნა, თითოეული ადვოკატი ერთი დიდი ოჯახის ნაწილია.

„ერთი დიდი ოჯახია თითოეული ადვოკატი. მე ვერ ვხედავ აქ გამარჯვებულს და დამარცხებულს, ეს არის პროცესი, რომლის დასრულების შემთხვევაში ყველა ვართ პროფესიის სამსახურში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თითოეულ ადვოკატას, მზად ვარ, ვემსახუროთ პროფესიას და პროფესიის განვითარებაში მივიღო მონაწილეობა“, - აღნიშნა ყანდაშვილმა.

შეგახსენებთ, პირველადი მონაცემების თანახმად, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების ფარგლებში ასოციაციის თავმჯდომარედ ირაკლი ყანდაშვილი აირჩიეს.ამ დროისთვის, არსებული მონაცემებით, ირაკლი ყანდაშვილმა 1473 ხმა მიიღო, ჩომახაშვილმა - 1366.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი