ირაკლი ჩომახაშვილი - მინდა, მივულოცო ირაკლი ყანდაშვილს, ადვოკატებს ვუსურვო დამოუკიდებლობა რთულ პერიოდში, რომელსაც დღეს გადის ადვოკატურა და ადამიანის უფლებები ქვეყანაში - დემოკრატიის წესები ასეთია, უმრავლესობა იმარჯვებს

ჩვენ თვლით, რომ ადვოკატთა ასოციაციამ და ჩვენ ეთიკური დემოკრატიის ბრძოლა ვაჩვენეთ. დემოკრატიის წესები ასეთია, უმრავლესობა იმარჯვებს, - ამის შესახებ ადვოკატთა ჟურნალისტებთან განაცხადა, ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა, რომელიც მეორე ტურში დამარცხდა.

მან ადვოკატებს დამოუკიდებლობა უსურვა „ამ რთულ პერიოდში, რომელსაც დღეს გადის ადვოკატურა და ადამიანის უფლებები ქვეყანაში“.

„მინდა ერთიანობა ვუსურვო ადვოკატთა ასოციაციას.

ელექტრონული შედეგების თანახმად გაიმარჯვა ირაკლი ყანდაშვილმა. მინდა, მივულოცო მას. მინდა ადვოკატებს ვუსურვო დამოუკიდებლობა ამ რთულ პერიოდში, რომელსაც დღეს გადის ადვოკატურა და ადამიანის უფლებები ქვეყანაში. მინდა მადლობა გადავუხადო იმ ასობით ადვოკატს, რომელმაც მხარი დამიჭირა. ასევე მათაც, ვინც ჩემს კონკურენტს დაუჭირა მხარი. ეს არის დემოკრატია. ჩვენ თვლით, რომ ადვოკატთა ასოციაციამ და ჩვენ ეთიკური დემოკრატიის ბრძოლა ვაჩვენეთ. დემოკრატიის ასეთი წესებია, უმრავლესობა იმარჯვებს“, - აღნიშნა ირაკლი ჩომახაშვილმა.

შეგახსენებთ, პირველადი მონაცემების თანახმად, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების ფარგლებში ასოციაციის თავმჯდომარედ ირაკლი ყანდაშვილი აირჩიეს.ამ დროისთვის, არსებული მონაცემებით, ირაკლი ყანდაშვილმა 1473 ხმა მიიღო, ჩომახაშვილმა - 1366.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი