სტივ უიტკოფი - რუსეთი უკრაინაში მშვიდობის მიღწევის მიმართ ერთგული რჩება

რუსეთი უკრაინაში მშვიდობის მიღწევის მიმართ ერთგული რჩება. რუსეთი დიდად აფასებს შეერთებული შტატების ძალისხმევასა და მხარდაჭერას უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად და გლობალური უსაფრთხოების აღსადგენად, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი განცხადებით, რუსეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა კირილ დმიტრიევმა ბოლო ორი დღის განმავლობაში ფლორიდაში „პროდუქტიული და კონსტრუქციული შეხვედრები გამართა ამერიკულ დელეგაციასთან, რათა წინ წაეწია პრეზიდენტ ტრამპის მიერ უკრაინასთან დაკავშირებული სამშვიდობო გეგმა“.

მანამდე უიტკოფმა სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ უკრაინის დელეგაციამ ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან პროდუქტიული და კონსტრუქციული შეხვედრების სერია გამართა. „უკრაინა აფასებს შეერთებული შტატების ლიდერობასა და მხარდაჭერას, ასევე პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციას ამ მნიშვნელოვანი სამუშაოს შემდეგ ეტაპებზე“, - განაცხადა უიტკოფმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს