„ენერგო-პრო ჯორჯია“ კუთვნილი გამანაწილებელი ქსელის გადაადგილების შეზღუდვის შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

„ენერგო-პრო ჯორჯია“ კუთვნილი გამანაწილებელი ქსელის გადაადგილების შეზღუდვის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

კომპანიის განმარტებით, ელექტროგადამცემი და გამანაწილებელი ხაზების განლაგება ვერ განისაზღვრება კერძო ან იურიდიული პირების ინტერესებიდან გამომდინარე.

„ენერგო-პრო ჯორჯია“ მიმართავს სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლებს, საკუთარი ბიზნესის დაგეგმარების პროცესში არ გაითვალისწინონ არსებული ელექტროქსელის რეკონსტრუქცია ან გადატანა, თუ აღნიშნულით დაასუსტებენ მოქმედი ქსელის მდგრადობას და დააზიანებენ სხვა მომხმარებლების ინტერესებს.

„სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ 2007 წლიდან ოპერირებს საქართველოში. კომპანიამ მემკვიდრეობით მიიღო არსებული ელექტროქსელი და პასუხისმგებელია მის ექსპლუატაციაზე. არსებული ელექტროქსელი დაპროექტებული და კონსტრუირებულია ისე, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოს ქსელის მდგრადობა, უსაფრთხოება და აბონენტთა ხარისხიანი ელექტრომომარაგება. მისი ელემენტების ნებისმიერი გადაპროექტება და გადატანა, იქნება ეს ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენის, თუ სატრანსფორმატორო პუნქტის გადატანა, იწვევს ქსელის საიმედოობის შესუსტებას. ელექტროქსელის არქიტექტურა ეფუძნება ტექნიკურ სტანდარტებს და ენერგოსისტემის სტაბილურობის პრინციპებს, რის გამოც ელექტროგადამცემი და გამანაწილებელი ხაზების განლაგება ვერ განისაზღვრება კერძო ან იურიდიული პირების ინტერესებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ვერ მოერგება ახლად დაწყებულ სხვადასხვა დეველოპერულ პროექტს.

,,ენერგო-პრო ჯორჯია“ ვერ იმოქმედებს კონკრეტული ბიზნესის და ინდივიდების მოთხოვნების შესაბამისად, თუ ასეთი მოთხოვნა ეწინააღმდეგება ენერგოსისტემის ოპტიმალურ და უსაფრთხო ფუნქციონირებას“, - განაცხადა სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, გრიგოლ მამისეიშვილმა.

მისი თქმით, ნებისმიერი მცდელობა, რომ ელექტროგადამცემ ხაზებზე განხორციელდეს ცვლილება ინდივიდუალური ინტერესების გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად შეზღუდულია.

„კომპანია მიმართავს თხოვნით სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლებს, უმთავრესად აჭარის რეგიონში, საკუთარი ბიზნესის დაგეგმარების პროცესში არ გაითვალისწინონ არსებული ელექტროქსელის რეკონსტრუქცია ან გადატანა, თუ აღნიშნულით დაასუსტებენ მოქმედი ქსელის მდგრადობას და დააზიანებენ სხვა მომხმარებლების ინტერესებს. კომპანია სთხოვს ყველას, ისე განავითარონ საკუთარი ბიზნეს საქმიანობა, რომ არ დაირღვეს საქართველოს მთავრობის 366-ე დადგენილებით განსაზღვრული ხაზობრივი ნაგებობის დაცვის ზონები, არ მოხდეს მშენებლობის დაგეგმარება ელექტრომოწყობილობებთან სიახლოვეს, ან ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ, რაც მნიშვნელოვნად არღვევს მოქალაქეთა უსაფრთხოებას“,-აღნიშნულია ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს