პრემიერი - იცვლება საერთაშორისო დღის წესრიგი და ამგვარი გარდაქმნების პირობებში, საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს რაციონალურ და პრაგმატულ პოლიტიკაზე დაფუძნებულ საერთაშორისო ურთიერთობებს

აღსანიშნავია ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობების უკიდურესად მნიშვნელოვანი როლი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კონსოლიდაციის პროცესში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციის ფონზე, არაღიარების პოლიტიკა უცვლელ პრიორიტეტად რჩება და ქვეყნის წარმატებული საქმიანობა, ამ მიმართულებით, დიპლომატების დამსახურებაა.

„მოხარული ვარ, რომ დღეს მაქვს საშუალება, კიდევ ერთხელ მოგმართოთ ელჩების ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელიც დიალოგის ძალიან საინტერესო პლატფორმად ჩამოყალიბდა. დღევანდელი კონფერენცია ძალიან კარგი შესაძლებლობაა, შევაჯამოთ განვლილი წელი, რომელიც იყო მრავალი სირთულით სავსე, თუმცა ჩვენ შევძელით ყველა სირთულის სათანადოდ დაძლევა და ამაში თქვენი წვლილი და როლი განსაკუთრებულია. თითოეულ თქვენგანს, განსაკუთრებით ელჩებს, მინდა, ამისათვის, გაწეული შრომისთვის ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ.

გლობალურ საერთაშორისო სისტემაში მიმდინარეობს ფუნდამენტური ცვლილებები, იცვლება საერთაშორისო დღის წესრიგი. ამგვარი გარდაქმნების პირობებში, კომპლექსურ რეგიონში მდებარე ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს რაციონალურ და პრაგმატულ პოლიტიკაზე დაფუძნებულ საერთაშორისო ურთიერთობებს. ამ საკითხში, გადამწყვეტია ჩვენი დიპლომატების როლი.

აქვე, მსურს, ხაზი გავუსვა ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობების უკიდურესად მნიშვნელოვან როლს ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კონსოლიდაციის პროცესში. ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციის ფონზე, არაღიარების პოლიტიკა ჩვენს უცვლელ პრიორიტეტად რჩება. ჩვენი წარმატებული საქმიანობა ამ მიმართულებით არის, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ თქვენი, დიპლომატების დამსახურება“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს