თამარ კეკენაძე - უვიზო რეჟიმი ევროკავშირისათვის აღარ არის მხოლოდ პოლიტიკური საკითხი, ეს უკვე უსაფრთხოების საკითხია ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოებისთვის

უვიზო რეჟიმი ევროკავშირისათვის აღარ არის მხოლოდ პოლიტიკური საკითხი. ეს უკვე უსაფრთხოების საკითხია ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოებისთვის, - ამის შესახებ პარტია “გახარია-საქართველოსთვის“ წევრი თამარ კეკენაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ევროკომისიის ანგარიშს ეხმაურება, საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, სწორედ ევროკავშირის ნდობაზე აშენდა ვიზალიბერალიზაციაც, რომელსაც დღეს „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად ანადგურებს.

„ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის ანგარიშში საქართველოსთან დაკავშირებით პოლიტიკურ შეფასებებთან ერთად პირდაპირ და ღიად არის საუბარი საქართველოდან მომდინარე უსაფრთხოების რისკებზე რუსეთის გავლენიდან გამომდინარე - “security concerns in Georgia linked to Russian influence”. ეს ნიშნავს ერთ ძალიან მნიშვნელოვან რამეს: უვიზო რეჟიმი ევროკავშირისათვის აღარ არის მხოლოდ პოლიტიკური საკითხი. ეს უკვე უსაფრთხოების საკითხია ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოებისთვის.

წლების განმავლობაში საქართველო ევროკავშირისათვის იყო მთავარი სტრატეგიული პარტნიორი რეგიონში, მათ შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით.

სწორედ ამ ნდობაზე აშენდა ვიზალიბერალიზაციაც. დღეს კი ამ ნდობას "ოცნების" რეჟიმის პრორუსული ნაბიჯები მიზანმიმართულად ანადგურებს”,- წერს თამარ კეკენაძე.

შეგახსენებთ, ევროკომისიამ უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის მერვე ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საუბარია, რომ საბოლოო ჯამში, საქართველომ შესაძლოა მთლიანად დაკარგოს უვიზო რეჟიმის სტატუსი. ევროკომისია ასკვნის, რომ "საქართველომ მნიშვნელოვანი რეგრესი განიცადა მმართველობისა და კანონის უზენაესობის საკვანძო მოთხოვნებზე, რაც უვიზო მიმოსვლის მინიჭების ბაზისს ქმნის". ახალი წესების შესაბამისად, პირველ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მქონეებს შეეხოს, ვინც ძირითადად პასუხისმგებლები არიან ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად უმოქმედობისთვის. მეორე ეტაპზე, [უვიზო მიმოსვლის] შეჩერება შესაძლოა მთელ მოსახლეობაზე გაფართოვდეს, თუ პრობლემები მოგვარებულ არ იქნება საქართველოს მთავრობის მიერ. საბოლოო ჯამში, საქართველომ შესაძლოა მთლიანად დაკარგოს უვიზო სტატუსი და სავიზო რეგულაციის I დანართში გადაინაცვლოს (სავალდებულო ვიზების მესამე ქვეყნების სია).

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა