„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება

„ხელსაწყოების საცავი“ - ამ სახელწოდებით გაიხსნება დღეს დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა „რედისონ ბლუ ივერიას“ საგამოფენო სივრცეში. მისი მხატვრობა კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, რომ ხელოვნება მომავალი ცვლილებებისთვის გამოხატვის ერთ-ერთი საშუალებაა და არ ემსახურება მხოლოდ ესთეტიკას. რეტროსპექტივას წარმოადგენს „Dédicace's Gallery“, რომელიც მრავალი წელია თანამშრომლობს ხელოვანთან.

არტისტი თავის შემოქმედებაში იყენებს პოპ-არტის, სიურეალიზმისა და Funk art-ის ელემენტებს, რომელთა სინთეზითაც გადმოსცემს თემის სატირულ შინაარსს. ერთი შეხედვით ფერადი, მკაფიო გამოსახულებების მიღმა, ავტორი პლაკატური ენით, პოპ-არტის გზავნილებით ღიად ამბობს მთავარ სათქმელს. ნამუშევარში შემოაქვს დესტრუქციული დეტალები, ირონია, პარადოქსები. ინდუსტრიული ხელსაწყოები მეტაფორულად ჩნდება დავით კუხალაშვილის ნამუშევრებში და ცვლილებების აუცილებლობისკენ მიგვითითებს.

გამოფენა 22 დეკემბერს, 19:00 საათზე გაიხსნება “რადისონში” და მას ტრადიციულად კომპანია სილქნეტი წარადგენს. ექსპოზიცია სასტუმროს სივრცეში თებერვლის ბოლომდე დარჩება.

სილქნეტისა და “სილქ ჰოსპიტალიტის” თანამშრომლობით, თბილისის “რადისონში” არაერთი გამოფენა გამართულა. გასულ წელს ლევან ჭოღოშვილის 50 წლის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრები გამოიფინა. წელს საგამოფენო სეზონი თანამედროვე ქართველი არტისტის ზურა აფხაზის ექსპოზიციით „ციური სხეულები“ გაიხსნა. სილქნეტის მხარდაჭერით ასევე იმართება გამოფენები წინანდლის ისტორიულ მამულში.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს