ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი

ადვოკატების ქეთევან უტიაშვილის და რობერტ გრიგალაშვილის ინფორმაციით, 2023 წლიდან მიმდინარე გრძელვადიანი სასამართლო დავა შპს „ცენტრალ თაუერი საბურთალოს“ დამფუძნებლის და დირექტორის ლანა ქაჯაიას, ამავდროულად მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ დასრულდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპანიას სრულად დაუბრუნდა ქონება, რომელიც საქმის მასალების მიხედვით დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ გაუქმებული მინდობილობის საფუძველზე იყო თაღლითურად გადაფორმებული. გენერელური პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალის საფუძველზე, სამართალდამცავებმა დააკავეს: ზურაბ ღარიბაშვილი – შპს „ცენტრალ თაუერის“ მეორე დამფუძნებელი და მეორე დირექტორი, ასევე ნიუ დეველოპმენტის („მწვანე კვადრატის“ პარტნიორი და დირექტორი. გაგა ბითაძე – შპს „ნიუ დეველოპმენტის“ დამფუძნებელი, ასევე ნიუ დეველოპმენტის (მწვანე კვადრატის“) პარტნიორი.

რაც შეეხება მიხეილ უგულავას, მას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, რადგან გამოძიების ინფორმაციით, იგი თავს არიდებს სამართალდამცავებთან თანამშრომლობას და ამჟამად მიმალვაში იმყოფება. ამავე საქმეში ზემო აღნიშნული პირების მიერ დაზარალებული არაბი ინვესტორი, შპს „mores company“-ის დამფუძნებელი და დირექტორი აცხადებს, რომ სამართლებრივი ბრძოლა არ დასრულებულა და ის კვლავაც გააგრძელებს დავას სამართლიანობის სრულად აღსადგენად. ინვესტორის პოზიციით, ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი პრეცედენტია უძრავი ქონების სექტორში ინვესტორთა უფლებების დაცვის გზაზე.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომი ნაბიჯები, მათ შორის ქონების მართვის, ზიანის ანაზღაურებისა და შესაძლო დამატებითი ბრალდებების საკითხები მომდევნო ეტაპებზე გახდება ცნობილი.

(R)

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია