კახა კალაძე „პროგრეს ბანკზე“ - საგამოძიებო მოქმედებები უკავშირდება იმას, რომ სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ პირებს სხვადასხვა საკითხით აშანტაჟებენ - ჩვენი ინიციატივით მიმდინარეობს გამოძიება

საგამოძიებო მოქმედებები [„პროგრეს ბანკში“] უკავშირდება იმას, რომ სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ ადამიანებს სხვადასხვა საკითხით აშანტაჟებენ - ჩვენი ინიციატივით მიმდინარეობს გამოძიება,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „ტვ პირველის“ ინფორმაციას, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური „პროგრეს ბანკის“ არქივს სწავლობს.

მან უპასუხა კითხვას, გასცა თუ არა თავად კალაძემ გამოძიების კითხვებს პასუხი და აღნიშნა, რომ „არა, არაფერია ჩემი სათანამშრომლო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გაიგებთ ყველაფერს“.

„არანაირ მოქალაქეს არ უკავშირდება. ეს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები უკავშირდება იმას, რომ სამწუხაროდ, არიან ადამიანები, ვინც კონკრეტულ ადამიანებს აშანტაჟებენ სხვადასხვა საკითხით. შესაბამისად, დაწყებულია გამოძიება და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი. თავს შევიკავებ, რადგან გამოძიება მიმდინარეობს. ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი. ჩვენი ინიციატივით მიმდინარეობს გამოძიება“,- განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, თავად მიმართეს თუ არა საგამოძიებო უწყებას გამოძიების დაწყების მოთხოვნით, კალაძემ აღნიშნა: „არა, შესაბამისმა ადამიანებმა მიმართეს“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი