რატომ არის ენერგოეფექტურობა მნიშვნელოვანი ინდუსტრიული კომპანიებისა და მომხმარებლებისთვის

ტრადიციულად, ფოლადის წარმოება დაკავშირებულია მაღალ ენერგომოხმარებასთან და გარემოზე მნიშვნელოვან ზემოქმედებასთან. შესაბამისად, ბოლო წლებში ფოლადის ინდუსტრია აქტიურად გადადის უფრო ეკოლოგიურ მიდგომებზე, რათა შეამციროს დაბინძურება და გააუმჯობესოს გარემოსდაცვითი კვალი ინოვაციების და ახალი ინდუსტრიული სტანდარტების მეშვეობით.

ფოლადის წარმოების პროცესში გამოიყენება დიდი რაოდენობით ენერგია და ბუნებრივი რესურსები, რაც იწვევს სათბური აირების ემისიებს, ჰაერის დაბინძურებას და ნარჩენების წარმოქმნას. სწორედ ამიტომ, ინდუსტრიისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად იქცა წარმოების პროცესების გარდაქმნა ისე, რომ შემცირდეს გარემოზე ზეწოლა ხარისხისა და წარმოების მოცულობის შემცირების გარეშე.

თანამედროვე ფოლადის კომპანიები აქტიურად ნერგავენ ენერგოეფექტიან ტექნოლოგიებს. გაუმჯობესებული ღუმელები, წარმოების ავტომატიზაცია და პროცესების ოპტიმიზაცია მნიშვნელოვნად ამცირებს ენერგიის მოხმარებას. თუმცა, მიუხედავად ამისა, ინდუსტრიულ წარმოებასთან დაკავშირებით გამოწვევები კვლავ რჩება და ხშირ შემთხვევაში მოსახლეობის უკმაყოფილებასაც იწვევს ხოლმე.

სპეციალისტთა განცხადებით, ხშირად ეს უკმაყოფილება არასწორად გავრცელებულ ინფორმაციას უკავშირდება. ამის ერთ-ერთი კარგი მაგალითია ბოლო პერიოდში საქართველოში დაფიქსირებული და საგრძნობლად მომატებული უმცირესი ზომის მტვრის მყარი ნაწილაკების დონე (PM2.5), რაც გარემოს ეროვნული სააგენტოს თანახმად, ქვეყანაში სამხრეთიდან უდაბნოს მასების გავრცელებით იყო გამოწვეული და არა - გახშირებული მშენებლობით ან ინდუსტრიული წარმოებით.

ამასთან სპეციალისტები იმასაც აღნიშნავენ, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას სამშენებლო პროექტების მდგრადობის, ავტომობილების გამონაბოლქვის შემცირებისა და მეტი მწვანე წარმოების დანერგვით.

უფრო დეტალურად, რა მიდგომები უნდა დანერგონ მსხვილმა საწარმოებმა გარემოზე ზემოქმედების შესამცირებლად?

ipn.ge დაუკავშირდა ერთ-ერთ ყველაზე დიდ საწარმოს, „ჯეოსთილს“, რომელიც გადამამუშავებელი მრეწველობით არის დაკავებული. მიმდინარე თვის დასაწყისში კომპანიამ ჩაატარა ღია კარის დღეც და დაინტერესებულ პირებს დეტალურად წარუდგინა წარმოების ყველა ეტაპზე დანერგილი მდგრადი მიდგომები.

კომპანიაში განმარტავენ, რომ ის არის ერთ-ერთი პირველი, რომელმაც საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტები დანერგა და მის გაუმჯობესებაზე მუდმივად მუშაობს. „ჯეოსთილში“ აღნიშნავენ, რომ ნედლეულის, ამ შემთხვევაში ჯართის ჭრის პროცესიდანვე იწყება ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის პრევენციაზე ზრუნვა. აღნიშნულზე კი მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ჯართის დამჭრელ და დამახარისხებელ პუნქტში მომწამვლელი ნივთიერებებისთვის დამახასიათებელი სუნი არ დგას. ამასთან, წარმოების ყველა მომდევნო ეტაპზე დაცულია პირობები, რაც გარემოზე ზემოქმედებას მინიმუმამდე ამცირებს.

„ჯეოსთილში“ განმარტავენ, რომ კომპანია იყო პირველი, რომელმაც დაამონტაჟა გამონაბოლქვის გამწოვი სისტემა. მათი თქმით, აღნიშნული სისტემა უზრუნველყოფს გარემოსდაცვით შესაბამისობას ყველა სამთავრობო და ადგილობრივ კანონმდებლობასთან, ატმოსფერული გამოფრქვევების მხრივ:

„სისტემების გაუმჯობესების მიზნით ვთანამშრომლობთ ორ ევროპელ კონსულტანტთან, რომლებიც რეგულარულად სტუმრობენ ქარხანას და რეკომენდაციებს იძლევიან ცვლილებებზე, არსებული სისტემის გაუმჯობესების მიზნით“, - აღნიშნავენ კომპანიაში.

კომპანიაში განმარტავენ, რომ ფილტრაციის სისტემების მეშვეობით „ჯეოსთილი“ იცავს მოსახლეობის ინტერესებს და ეთიკურად აწარმოებს პროდუქციას, რაც იმას ნიშნავს, რომ ის რუსთავში ჰაერის დაბინძურების წყაროს არ წარმოადგენს.

„ფილტრაციასთან ერთად, გვაქვს 24/7-იანი ემისიების უწყვეტი მონიტორინგის სისტემა, რათა უზრუნველყოს კანონმდებლობასთან მუდმივი შესაბამისობა. რუსთავში პირველი კომპანია ვართ, რომელმაც დაამონტაჟა მონიტორინგის უწყვეტი სისტემა გარემოს დაცვის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად. ასევე, საწარმო აღჭურვილია გამონაბოლქვის გამწოვი სისტემით, რომელიც ატმოსფეროში მხოლოდ სუფთა ჰაერის გაშვებას უზრუნველყოფს“, - აღნიშნავენ კომპანიაში და განმარტავენ, რომ საწარმოების მიერ ამგვარი მიდგომების მასობრივად დანერგვით ქალაქში ჰაერი მნიშვნელოვნად გაჯანსაღდება.

(R)

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია