თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსიდან პარლამენტის მიმართულებით, 27 დეკემბერს, ახალგაზრდული მსვლელობა - „მომავალი ჩვენია“ გაიმართება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსიდან პარლამენტის მიმართულებით 27 დეკემბერს, ახალგაზრდული მსვლელობა - „მომავალი ჩვენია“ გაიმართება. შესაბამის ინფორმაციას ორგანიზატორები „ფეისბუქ“ გვერდზე ავრცელებენ.

როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, მსვლელობა 18:00 საათზე დაიწყება.

„27 დეკემბერს, 18:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის ეზოში შევიკრიბებით და ახალგაზრდული მსვლელობით პარლამენტთან გადავინაცვლებთ.

უწყვეტი წინააღმდეგობის 395-ე დღეს ყველას კვლავ დავანახებთ, რამხელა მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდების ჩართულობას ქვეყნის დასაცავად ბრძოლაში. ეს არ იქნება უბრალო აქცია, რადგან საშუალება გექნებათ:

მოუსმინოთ სინდისის პატიმრების წერილებს;

მიიღოთ სიმბოლური საჩუქრები;

მოიტანოთ საჩუქრები, წვლილი შეიტანოთ და წინასაახალწლოდ გაახაროთ მზრუნველობა მოკლებული ბავშვები;

გაუგზავნოთ წერილები სინდისის პატიმრებს.

სხვა თავგადასავლებზე აქ არ მოგიყვებით, წინასაახალწლო სიურპრიზად დავტოვებთ...

გპირდებით, ამ დღეს ქუჩაში იქნება ახალგაზრდული ენერგია, გულწრფელობა და რწმენა, რომ ცვლილებები ჩვენგან და ჩვენით იწყება.

ბრძოლა ბოლომდე, რადგან „ჩემო კარგო ქვეყანავ, მომავალი ჩვენია!“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

მსვლელობის ორგანიზატორები არიან შემდეგი ორგანიზაციები: „დაასრულე“, „თავისუფალი აუდიტორია“, „ჯიპას სტუნდური ერთობა“ და „The future is ours“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს