ვიზის შეჩერების მექანიზმის მე-8 ანგარიში

ევროკომისია პერიოდულად ამზადებს ვიზის შეჩერების მექანიზმის ანგარიშებს 2018/1806 რეგულაციის საფუძველზე. მიმდინარედ გამოაქვეყნა მე-8 ანგარიში, რომელიც მოიცავს 2024 წლისა და 2025 წლის ძირითად პროცესებს იმ ქვეყნებში, რომელთა მოქალაქეები სარგებლობენ უვიზო მიმოსვლის უფლებით ევროკავშირში.

ვიზის ლიბერალიზაცია წარმოადგენს ევროკავშირის ინსტრუმენტარიუმის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს მესამე ქვეყნებთან მიგრაციის, უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების სფეროებში თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად. იგი ხელს უწყობს მობილობასა და ადამიანთა შორის პირდაპირ კონტაქტებს, ზრდის მოგზაურობისა და ტურიზმის შესაძლებლობებს და ამყარებს ბიზნესურ, სოციალურ და კულტურულ კავშირებს ევროკავშირის მოქალაქეებსა და მესამე ქვეყნების მოქალაქეებს შორის. ვიზის ლიბერალიზაციას, ასევე, შეუძლია ხელი შეუწყოს დიპლომატიური ურთიერთობებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას. ამასთანავე, უვიზო რეჟიმების მონიტორინგი ცხადყოფს, რომ უვიზო მიმოსვლა წარმოადგენდეს მნიშვნელოვან გამოწვევას მიგრაციისა და უსაფრთხოების სფეროში.

მე-8 ანგარიში მოიცავს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, აგრეთვე ევროკავშირის უშუალო სამეზობლოს ფარგლებს მიღმა მდებარე სხვა რეგიონებს (აღმოსავლეთ კარიბის აუზისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებს) და უფრო კონცენტრირებულია იმ უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნებზე, სადაც გამოვლენილია კონკრეტული მიგრაციული ანდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც შესაძლოა შეფასდეს ვიზის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში.

სავიზო პოლიტიკის შესაბამისობა:

  • დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს აქვთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიებთან გეოგრაფიული სიახლოვე. ამდენად, ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან ჰარმონიზაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. აქ შესაძლოა გამოიწვიოს არალეგალური მიგრაციის ზრდა და ევროკავშირისათვის უსაფრთხოების რისკების გაძლიერება.
  • არასაკმარისი შესაბამისობა შესაძლებელს ხდის დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში ვიზის გარეშე მოხვედრას (ზოგ შემთხვევაში ყალბი სამგზავრო დოკუმენტების გამოყენებით) და შემდგომ ხმელეთით შენგენის სივრცეში უკანონო შესვლას, სადაც მათ შესაძლოა მოითხოვონ თავშესაფარი. ანალოგიურად, მესამე ქვეყნების მოქალაქეებმა, რომლებმაც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში მოქმედი ვიზებით შეაღწიეს, რიგ შემთხვევებში ევროკავშირის გარე საზღვრები უკანონოდ გადაკვეთეს და თავშესაფარი მოითხოვეს, რაც სერიოზულ კითხვებს აჩენს დასავლეთ ბალკანეთის ზოგიერთი პარტნიორი ქვეყნის სავიზო პროცედურების ადეკვატურობის შესახებ.
  • ჩრდილოეთ მაკედონია არის დასავლეთ ბალკანეთის ერთადერთი პარტნიორი ქვეყანა, რომელმაც ევროკავშირის ვიზის საჭიროების მქონე ქვეყნების სიასთან თითქმის სრული შესაბამისობა უზრუნველყო. 2024 წელს სერბეთმა ევროკავშირის ვიზის მოთხოვნას დაქვემდებარებულ ქვეყნებთან გაფორმებული უვიზო შეთანხმებების რაოდენობა 16-დან 12-მდე შეამცირა. ალბანეთმა 2024 და 2025 წლებში მუდმივი უვიზო შეთანხმებების რაოდენობა 8-დან 6-მდე, ხოლო სეზონური ვიზის გაუქმების რეჟიმების რაოდენობა 6-დან 5-მდე შეამცირა.
  • 2025 წლისდასაწყისშიდაფიქსირებულირეგრესისშემდეგმონტენეგრომ გააუქმა უვიზო შეთანხმებები ხუთ ქვეყანასთან და სეზონური ვიზის გაუქმების რეჟიმების რაოდენობა 4-დან 1-მდე შეამცირა; შედეგად, მონტენეგროს სავიზო პოლიტიკასა და ევროკავშირის სავიზო პოლიტიკას შორის არსებული შეუსაბამობების საერთო რაოდენობა 15-დან 9-მდე შემცირდა.
  • 2025 წელსბოსნია და ჰერცეგოვინამ აღნიშნულ სფეროში მანამდე მიღწეული პროგრესისგან უკუსვლა აჩვენა. ბოსნია და ჰერცეგოვინამ მუდმივი უვიზო შეთანხმებების რაოდენობა 72-ის დონეზე შეინარჩუნა, სეზონური ვიზის გაუქმების რეჟიმების რაოდენობა კი 1-დან 3-მდე გაზარდა. შედეგად, მის სავიზო პოლიტიკასა და ევროკავშირის სავიზო პოლიტიკას შორის არსებული შეუსაბამობების რაოდენობა 8-იდან 10-მდე გაიზარდა.
  • აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების შემთხვევაში არსებითი პროგრესი არ დაფიქსირებულა. მოლდოვასა და უკრაინას ევროკავშირის ვიზის მოთხოვნას დაქვემდებარებულ ქვეყნებთან გაფორმებული უვიზო შეთანხმებების რაოდენობა 2024 წლის ბოლოს არსებული მაჩვენებლის შესაბამისი დარჩა და შეადგენს შესაბამისად 11-სა და 15-ს. საქართველო ამჟამად ინარჩუნებს უვიზო რეჟიმს ევროკავშირის ვიზის მოთხოვნას დაქვემდებარებულ 26 ქვეყანასთან და 2022 წლიდან მოყოლებული არ გადაუდგამს არანაირი ნაბიჯი ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან შემდგომი ჰარმონიზაციის მიმართულებით. პირიქით, 2024 წელს საქართველომ უკუსვლა აჩვენა, როდესაც ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო შესვლის რეჟიმი შემოიღო.
  • ამასთანავე, საქართველო კვლავ ახორციელებს ისეთ სავიზო პოლიტიკას, რომელიც არსებითად განსხვავდება ევროკავშირის acquis-ისგან, კერძოდ, იმით, რომ 17 ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთათვისაც როგორც ევროკავშირში, ისე საქართველოში ვიზა სავალდებულოა, ქვეყანაში შესვლის უფლებას ანიჭებს სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს (GCC) ერთ-ერთი ქვეყნის მიერ გაცემული ვიზის ან ბინადრობის ნებართვის საფუძველზე.

მიგრაცია, საზღვრის მართვა და რეადმისია:

  • ამ სფეროში მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება დასავლეთ ბალკანეთის გავლით ევროკავშირის მიმართულებით არალეგალური მიგრაციული ნაკადების მდგრადობა, მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლიდან აღნიშნული მაჩვენებლები მნიშვნელოვნად არის შემცირებული. „დასავლეთ ბალკანეთის მარშრუტის“ ძირითადი გზა გადის სერბეთსა და ბოსნია და ჰერცეგოვინაზე; ალბანეთი და ჩრდილოეთ მაკედონია, მცირე ზომით, ასევე მუშაობენ ტრანზიტულ ქვეყნებად. 2024 და 2025 წლებში ბოსნია და ჰერცეგოვინასა და ხორვატიას შორის გრძელი და რთულად კონტროლირებადი საზღვარი გახდა მთავარი შესასვლელი წერტილი არალეგალური მიგრანტებისათვის, რომლებიც დასავლეთ ბალკანეთის გავლით ევროკავშირის მიმართულებით გადაადგილდებიან.
  • დასავლეთ ბალკანეთის პარტნიორ ქვეყნებს მოუწევთ ძალისხმევის გაზრდა ადამიანითვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით და არალეგალურად გადმოყვანილი მიგრანტების რაოდენობის კიდევ უფრო შემცირების უზრუნველსაყოფად. მიგრანტების ტრეფიკინგთანდაკავშირებული ძალადობის დონე დასავლეთ ბალკანეთში ასევე გაიზარდა.
  • საქართველოს მიმართულებით ინდური ეროვნების მოქალაქეების მნიშვნელოვანი შემოსვლა და ნაკლებად სხვა აზიური და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მოქალაქეების გადაადგილება, აღძრავს შეშფოთებას ევროკავშირის მიმართულებით (როგორც ხმელეთით, ასევე ზღვით) შესაძლო უკანონო მიგრაციის შესახებ;

უსაფუძვლო თავშესაფრის მოთხოვნები:

  • თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ უსაფუძვლო განცხადებები, რომლებიც უვიზო რეჟიმის პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეებისგან რეგისტრირდება, კვლავწარმოადგენსმნიშვნელოვანგამოწვევასევროკავშირისზოგიერთიწევრიქვეყნისთვის. 2015 წლისადა 2025 წლის პირველ კვარტალს შორის, ევროკავშირში თავშესაფრის განცხადებების 18% მოდიოდა მოქალაქეებისგან, რომლებიც სარგებლობდნენ უვიზო რეჟიმით ევროკავშირში შესვლის უფლებით.
  • ევროკავშირის სამეზობლო ქვეყნებიდნ ამ კატეგორიის განაცხადების რაოდენობა ზოგადად შემცირდა; თუმცა, 2024 წელს მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდა კოსოვოსა (6785) და განსაკუთრებით უკრაინის (28350) შემთხვევებში. ალბანეთის (7140), საქართველოს (14530), მოლდოვის (5945), ჩრდილოეთ მაკედონიის (3435) და სერბეთის (3270) შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ 2024 წელს რაოდენობები მნიშვნელოვნად შემცირდა 2023 წელთან შედარებით, ისინი მაინც რჩებ მაღალი.

საჯარო წესრიგისა და უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლისა და დოკუმენტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულები:

  • საქართველოში უსაფრთხოების საკითხები კვლავ აქტუალურია რუსეთის გავლენის გამო, განსაკუთრებით რეზიდენტი რუსი დიასპორის სწრაფი ზრდის ფონზე. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის დაწყებიდან, დაახლოებით. 160 000 რუსი მოქალაქე ემიგრირებულია საქართველოში. მზარდია შიში, რომ რუსთა ყოფნა საქართველოში შესაძლოა გამოყენებულ იქნას უცხოელი გავლენის ოპერაციების განხორციელების მიზნით.
  • დოკუმენტების უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, ყველა ზემონახსენებ პარტნიორ ქვეყანაში, გარდა უკრაინისა, არაბიომეტრიული პასპორტები სრულად დაიხურა. ბოლო არაბიომეტრიული უკრაინული პასპორტები გაიცა 2016 წელს და ძალადაკარგული იქნება 2026 წელს; ცირკულაციაში არსებული რაოდენობა უღრმესიად მცირეა. ალბანეთის, კოსოვოსა და უკრაინის მოქალაქეები იყენებენ გაყალბებულ დოკუმენტებს ევროკავშირში უკანონოდ შესასვლელად ან დარჩენისთვის, რომელთა ნაწილი მიღებულია კორუფციული პრაქტიკების შედეგად.
  • საქართველოში, კოსოვოში, სერბეთსა და უკრაინაში, პირებისთვის სახელი-გვარის შეცვლისა და ახალი პირადობის მოწმობის მიღების შესაძლებლობა, ზოგჯერ მრავალჯერადად, რჩება პრობლემატურად, ვინაიდან ამას შესაძლოა გამოყენება ჰქონდეს შენგენის საინფორმაციო სისტემის (SIS) შეტყობინებების თავიდან აცილებისა და ევროკავშირში დაბრუნების ან შესვლის აკრძალვების გვერდის ავლის მიზნით.
  • ბოსნია და ჰერცეგოვინასა და სერბეთში კრიმინალური ჯგუფებიჩართული ევროკავშირის სხვადასხვა წევრი ქვეყნის პასპორტებისა და მართვის მოწმობების გაყალბებასა და გავრცელებაში.

ევროკომისიის ანგარიშში ცალკე თავი დაეთმო საქართველოს მხრიდან სხვა ძირითადი შეფასებითი კრიტერიუმების სრული შესაბამისობის არარსებობას. 2024 წლის ვიზის შეჩერების მექანიზმის მე-7 ანგარიშში, ევროკომისიამ შეაფასა, რომ საქართველომ ვერ შეასრულა ვალდებულება, განსაკუთრებით 2024 წელს მიღებული უცხოური ზეგავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონისა და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვნების დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის გამო. კომისიის შეფასებით ორივე ინიციატივა არღვევს ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის გაერთიანებისა და შეკრების თავისუფლებას, გამოხატვის თავისუფლებას და პირადი ცხოვრების უფლებას, ვინაიდან პირველი კანონი შესაძლოა გამოყენებულ იქნას სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ და ოპოზიციური პარტიების ჩასახშობად, ხოლო მეორე კანონი აწესებს დისკრიმინაციულ შეზღუდვებს განათლებაზე და სხვა სფეროებში. შედეგად, კომისიამ გასცა კონკრეტული რეკომენდაციები საქართველოს მიმართ, რომლის მიხედვითაც საჭიროა:

  • საქართველომ უზრუნველყოს და დაიცვას ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის გაერთიანების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, პირადი ცხოვრების უფლება, მონაწილეობის უფლება საჯარო საქმეებში და დისკრიმინაციის აკრძალვა;
  • საქართველო მოერიდოს და გააუქმოს ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც კრძალავს ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, ეწინააღმდეგება არადისკრიმინაციულობის პრინციპს ან არღვევს შესაბამის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს.

ევროკომისიის შეფასებით, იმ დროიდან დღემდე, საქართველომ ვერ განახორციელა აღნიშნული რეკომენდაციები და, პირიქით, მნიშვნელოვანი ფუნდამენტური უფლებების სფერო კიდევ უფრო დასუსტდა. საკანონმდებლო ქმედებებმა, მათ შორისუცხოეთის აგენტების რეგისტრაციის შესახებკანონი (FARA) და გრანტების შესახებ კანონში, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანულ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებმა, ერთად შეამცირა სამოქალაქო სივრცე და შეზღუდა განსხვავებული აზრის მქონე მხარეები, მათ შორის დემონსტრანტები, ოპოზიციური წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია. შედეგად,

  • ზოგადი და სისტემატური უკან დახევის ხასიათის გათვალისწინებით, ევროკომისია განიხილავს შესაბამის ზომებს ვიზის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში. პირველ ეტაპზე, ვიზის შეჩერება შეიძლება შეეხოს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცემული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს, რომლებიც უშუალოდ არიან პასუხისმგებელნი კომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე. შეჩერება ერთიანად იქნება გამოყენებული ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში. მეორე ეტაპზე, შეჩერება შეიძლება გავრცელდეს მთელი მოსახლეობისათვის, თუ საქართველოს ხელისუფლება არ მიმართავს შესაბამის ზომებს. საბოლოოდ, საქართველომ შესაძლოა მთლიანად დაკარგოს უვიზო რეჟიმის სტატუსი.
  • საქართველოს ასევე მოეთხოვება დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პრაქტიკა, რომლის შედეგადაც 17 ქვეყნის მოქალაქეებს უვიზო შესვლის შესაძლებლობას აძლევს (გალფის თანამშრომლობის საბჭოს (GCC) რომელიმე ქვეყნის მიერ გაცემული ვიზის ან საცხოვრებელი უფლების საფუძველზე), მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ქვეყნები ვიზის მოთხოვნას ექვემდებარებიან როგორც ევროკავშირში, ასევე საქართველოში.

გამოყენებული წყაროები:

https://home-affairs.ec.europa.eu/document/download/225fea8b-3245-478f-a331-17868b0f9b56_en?filename=Eighth%20Report%20Under%20The%20Visa%20Suspension%20Mechanism.pdf

/მასალა მოამზადა ასოციაციამ „შეკი“ (შრომისა და ევროპული კვლევების ინსტიტუტი) ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის პროექტის ფარგლებში „ევროპული ინტეგრაციის დაიჯესტი“/

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია