გიგა ავალიანის დედა - ვიდრე ყველა პროკურორი არ დაჯდება საბრალდებო სკამზე, მკვლელებთან ერთად, უკან არ დავიხევ

ვიდრე ყველა პროკურორი არ დაჯდება საბრალდებო სკამზე, მკვლელებთან ერთად, მე მანამდე არ დავიხევ უკან, - ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ, გენერალურ პროკურატურასთან გამართულ აქციაზე განაცხადა.

ეკატერინე კუპატაძის განცხადებით, 8 იანვრამდე აძლევს პროკურატურას ვადას, რათა „შეუძლებელი შეძლონ“, საქმე გამოიძიონ და დამნაშავეები დასაჯონ.

„გიგა ავალიანის სიცოცხლე არ იყიდება. მე ვიბრძოლებ სიცოცხლის ბოლო წამამდე და ყველას დავსვამ საბრალდებო სკამზე, ვისაც რამე გადაცდომა აქვს გიგას მკვლელობასთან მიმართებაში. არ დავზოგავ არავის არც სრულწლოვანს, არც არასრულწლოვანს, მიუხედავად სქესისა, ვისაც იოტისოდენა შემხებლობა მაინც აქვს, ყველა დაჯდება საბრალდებო სკამზე. პროკურატურის წამმზომი ჩართულია. 1-ელ ოქტომბერს მკვლელებმა მარტო მე და გიგას კი არ გამოგვიტანეს განაჩენი, ამათაც გამოუტანეს განაჩენი“, - განაცხადა ეკატერინე კუპატაძემ.

ცნობისთვის, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა ჯამში 4 პირი დააკავეს. მათგან ალექსანდრე გაბაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ხოლო გიორგი რიკაძეს და კიდევ ორ არასრულწლოვანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს