პროკურატურასთან, სადაც გიგა ავალიანის ოჯახის წევრები აქციას მართავენ, პროკურატურის თანამშრომლები მივიდნენ და შეხვედრა შესთავაზეს

გენერალურ პროკურატურასთან, სადაც გარდაცვლილი მასწავლებლის გიგა ავალიანის ოჯახის წევრები აქციას მართავენ, პროკურატურის თანამშრომლები მივიდნენ.

მათ გარდაცვლილ გიგა ავალიანის ოჯახის წევრებს გენერალურ პროკურატურაში შეხვედრა შესთავაზეს, რომ მათი მოთხოვნები მოესმინათ.

ოჯახის წევრების თქმით, მათ ამ დრომდე პროკურატურის მხრიდან ქმედითი ნაბიჯი ვერ დაინახეს ამიტომ, დღევანდელ შემოთავაზებულ შეხვედრაზე უარს აცხადებენ და 8 იანვრამდე აძლევენ ვადას, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართოს.

ცნობისთვის, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა ჯამში 4 პირი დააკავეს. მათგან ალექსანდრე გაბაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ხოლო გიორგი რიკაძეს და კიდევ ორ არასრულწლოვანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს