ახალი წელი კარს მოგვადგა, თუმცა დღესასწაულის მოლოდინს ხშირად თან სდევს ქალაქში გადატვირთული მოძრაობა, დაუსრულებელი რიგები და შოპინგით გამოწვეული დაღლილობა. სწორედ ამიტომ, „ბიბლუსმა“ გადაწყვიტა თქვენი საახალწლო სამზადისი ნამდვილ მაგიურ თავგადასავლად აქციოს.
23 დეკემბერს, როცა ქალაქში ხმაური ჩაცხრება და გზები საცობებისგან დაიცლება, „ბიბლუსის“ ფილიალებში საახალწლო ღამის მარკეტი იწყება! ეს არის შანსი, შეიძინოთ ყველაფერი ერთ სივრცეში, რაც დღესასწაულისთვის გჭირდებათ, მშვიდ, მყუდრო და რაც მთავარია, ჯადოსნურ გარემოში.
წარმოიდგინეთ: გარეთ ზამთრის სუსხია, თქვენ კი თბილ, მუსიკითა და სადღესასწაულო სურნელით სავსე სივრცეში სეირნობთ. აქ 5000-მდე დასახელების საახალწლო პროდუქტი გელოდებათ: დახვეწილი, უნიკალური სათამაშოებიდან დაწყებული, ორიგინალური საჩუქრებით დამთავრებული.
ყველაზე მთავარი სიურპრიზი კი ფასებია: სრულ საახალწლო კოლექციაზე 22:00 -დან 02:00-საათამდე 70%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს! რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ შეძლებთ საახალწლოდ გაახაროთ თქვენი საყვარელი ადამიანები ისე, რომ ბიუჯეტზე არ ინერვიულოთ.
ღამის მარკეტი მხოლოდ შოპინგი არ არის, ეს ნამდვილი დღესასწაულია, სადაც გელით:
გლინტვეინი და ცხელი შოკოლადი: სურნელოვანი სასმელები თქვენს განწყობაზე იზრუნებს;
საახალწლო მუსიკა: რომელიც შოპინგის პროცესს რიტმულს და სასიამოვნოს გახდის;
მხიარული აქტივობები და საიდუმლო თამაშები: სადაც უამრავი სიურპრიზი, პრიზები და გათამაშება გელოდებათ.
„ბიბლუსის“ ღამის მარკეტი ასევე იდეალური ადგილია, მეგობრებთან ერთად დროის მხიარულად გასატარებლად!
საახალწლო ღამის მარკეტი ერთდროულად სამ ქალაქში, ოთხ სხვადასხვა ფილიალში გაიმართება:
გაატარე 23 დეკემბრის ღამე „ბიბლუსთან“ ერთად, აირიდე სტრესი და შეხვდი ახალ წელს ყველაზე ლამაზი საჩუქრებით!
იხილეთ ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/4218982345084535
(R)