ზვიად ცეცხლაძე - ჩემი ქმედებები არასდროს ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციას - არც ბოდიში მაქვს მოსახდელი და არც არავის შეწყალებას ვსაჭიროებ

არც ბოდიში მაქვს მოსახდელი და არც არავის შეწყალებას ვსაჭიროებ , - ამის შესახებ გასული წლის საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას დაკავებული ზვიად ცეცხლაძე წერილში წერს, რომელსაც მოძრაობა „დაფიონი“ ავრცელებს.

ცეცხლაძის თქმით, ის არ არის შეცდომაში შეყვანილი და ყველა ქმედებაზე თავად არის პასუხისმგებელი, ცეცხლაძე ამბობს, რომ ბრძოლას გააგრძელებს იგივე პრინციპით.

“მე არ ვარ შეცდომაში შეყვანილი ადამიანი. თითოეულ ჩემ ქმედებაზე მხოლოდ მე ვარ პასუხისმგებელი. ჩემი ქმედებები კი არასდროს ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციას. პროტესტზეც ჩემი შეგნებით, კონსტიტუციის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის დასაცავად გამოვედი, (არავის აქვს ხელისუფლების მითვისების უფლება). ჩემი ქმედებები კი სავსებით ჯდებოდა “ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის” პრეამბულით აღიარებულ უფლებაში, სადაც დიქტატურაში მცხოვრებ მოქალაქეს აქვს აჯანყების უფლება-ვალდებულება. შესაბამისად, არც ბოდიში მაქვს მოსახდელი და არც არავის შეწყალებას ვსაჭიროებ (განსაკუთრებით კი ყაველაშვილის). იგივე პრინციპებით ვიბრძვი დღეს, ვიბრძოლებ ხვალ და ვიბრძოლებ ყოველთვის”, - წერს წერილში ცეცხლაძე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს