ზურაბ ჯაფარიძე სასამართლოში პროცესის ჩანიშვნას საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის მიმართვას უკავშირებს

დღეს 15:00 საათზე ბრიფინგი ჩავატარეთ, გვქონდა დოკუმენტაციის წარდგენა, რომელიც გავაგზავნეთ ცხრა საერთაშორისო ორგანიზაციაში და ვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას სისტემური წამებისა და ქიმიური ნივთიერების გამოყენებაზე. 17:00 საათზე უკვე დაიწყეს სასამართლოდან რეკვა, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ სასამართლო პროცესის დაწყების წინ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ჯაფარიძე სასამართლო პროცესის ჩანიშვნას სწორედ აღნიშნულ ბრიფინგს უკავშირებს და აცხადებს, რომ შეეძლოთ პარასკევსვე დაენიშნათ პროცესი, როდესაც ის საპატიმროდან გამოუშვეს, თუმცა სასამართლო სწორედ ბრიფინგის დღეს დაემთხვა.

“დღევანდელი სასამართლო სხდომის დანიშვნა, ჩემი აზრით, დაკავშირებულია იმასთან, რომ დღეს 15:00 საათზე ბრიფინგი ჩავატარეთ, გვქონდა დოკუმენტაციის წარდგენა, რომელიც გავაგზავნეთ ცხრა საერთაშორისო ორგანიზაციაში და ვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას სისტემური წამებისა და ქიმიური ნივთიერების გამოყენებაზე. ალბათ, მაგასთან არის კავშირში იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში, გირაოს მოთხოვნა თუ უნდოდათ, შეეძლოთ პარასკევს მოეთხოვათ. პარასკევს, დილის 8 საათზე გამომიშვეს და შეეძლოთ, პარასკევს შუადღეს უკვე სასამართლო ყოფილიყო. ეგ არ გაუკეთებიათ ისევე, როგორც დღეს დილიდანაც არაფერი არ იყო. 15:00 საათზე ჩავატარეთ ბრიფინგი და 17:00 საათზე უკვე რეკვა დაიწყეს, თურმე აქედან რეკავდნენ და პროცესის ჩანიშვნა უნდოდათ. ამიტომ ვუკავშირებ მაგას. ვნახოთ, რა იქნება და აქედან გამომდინარე მივიღებთ მერე გადაწყვეტილებას”, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს