ვოლოდიმირ ზელენსკი - გეგმის 20 პუნქტი არსებობს, შესაძლოა, იქ ყველაფერი იდეალური არ არის, მაგრამ გეგმა მზადაა

გეგმის 20 პუნქტი არსებობს - შესაძლოა, იქ ყველაფერი იდეალური არ არის, მაგრამ გეგმა მზად არის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ჩვენი გუნდი მაიამიდან ბრუნდება. დეტალებს დღეს ღამე გაგვაცნობენ. ჩემი აზრით, ყველაფერი მნიშვნელოვანი, რაც პირველი პროექტისთვის უნდა გაგვეკეთებინა, უკვე მზად არის. გეგმის 20 პუნქტი არსებობს. შესაძლოა, იქ ყველაფერი იდეალური არ არის, მაგრამ გეგმა მზად არის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინა, ევროპა და აშშ უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობენ.

„ჩვენსა და აშშ-ს შორის უსაფრთხოების ორმხრივი გარანტიების შესახებ ცალკე დოკუმენტი არსებობს. ვთვლით, რომ ეს არის დოკუმენტი, რომელიც აშშ-ის კონგრესმა უნდა განიხილოს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე, უკრიანის პრეზიდენტის განცხადებით, დოკუმენტების ძირითადი ნაწილი მზად არის.

„არის რაღაცები, რისთვისაც ჩვენ მზად არ ვართ. დარწმუნებული ვარ, არის რაღაცები, რისთვისაც რუსები მზად არ არიან. ახლა ამერიკელები რუსეთის წარმომადგენლებს ესაუბრებიან და შემდეგ ცნობებს მათგან მივიღებთ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს