მედია - ბოლო ერთი კვირის განმავლობაში პოლონეთიდან უცხო ქვეყნის 180 მოქალაქე გააძევეს, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში პოლონეთიდან უცხო ქვეყნის 180 მოქალაქე გააძევეს, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც, - ინფორმაციას პოლონური მედია ქვეყნის სასაზღვრო დაცვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

პოლონეთის სასაზღვრო დაცვის სამსახურის განცხადებით, ნებაყოფლობით პოლონეთი ბელარუსის 27-მა, მოლდოვის 21-მა და საქართველოს 19-მა მოქალაქემ დატოვა.

ამასთან, პოლონეთიდან 15-21 დეკემბერს უკრაინის 24, საქართველოს 16 და კოლუმბიის 5 მოქალაქის იძულებით დეპორტაცია განხორციელდა.

„მათ შორის იყვნენ უცხოელები, რომლებიც გასამართლებულები არიან ქურდობისთვის, ნარკოტიკული საშუალებების ან ფსიქოტროპული ნივთიერებების შენახვისთვის, ფიზიკური ძალადობისთვის, შესაბამისი მოწმობის გარეშე ტრანსპორტის მართვისთვის, ასევე, ის პირები, რომლებმაც სხვებს პოლონეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ხელი შეუწყვეს“, - ნათქვამია პოლონეთის სასაზღვრო დაცვის სამსახურის განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს