დონალდ ტრამპი - გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის გვჭირდება და არა მინერალებისთვის

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ შეერთებულ შტატებს გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის სჭირდება და აღნიშნა, რომ მის მიერ დანიშნული სპეციალური წარმომადგენელი ამ საქმეს უხელმძღვანელებს.

„გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის გვჭირდება და არა მინერალებისთვის. თუ გრენლანდიას დააკვირდებით, სანაპიროს ზემოთ და ქვემოთ, ყველგან რუსული და ჩინური გემები გხვდება. ეს ეროვნული უსაფრთხოებისთვის გვჭირდება“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, ტრამპმა ლუიზიანას გუბერნატორი ჯეფ ლენდრი გრენლანდიაში თავის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა, რამაც დანიისა და გრენლანდიის მხრიდან კრიტიკა გამოიწვია.

დანიისა და გრენლანდიის პრემიერ-მინისტრებმა, მეტე ფრედერიქსენმა და იენს-ფრედერიკ ნილსენმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ გრენლანდია გრენლანდიელებს ეკუთვნის და აშშ-მა მასზე კონტროლი არ უნდა დაამყაროს. ლენდრიმ კი დონალდ ტრამპს თანამდებობაზე დანიშვნისთვის მადლობა გადაუხადა. „დიდი პატივია ამ მოხალისეობრივ თანამდებობაზე გემსახუროთ, რათა გრენლანდია აშშ-ის ნაწილი გახდეს“, - დაწერა ლენდრიმ X-ზე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს