ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს - არსებული ინფორმაციით, დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილია

ოკუპირებულ ცხინვალის ე.წ. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.

„გამომძიებლების ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ შეაგროვა და გადასცა ინფორმაცია რესპუბლიკაში არსებული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების შესახებ, რითაც საფრთხე შეუქმნა ქვეყნის უსაფრთხოებას“, - ნათქვამია ე.წ. გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის განცხადებაში.

სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით („ჯაშუშობა“), რაც10-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„პირი, რომლის შესახებაც საუბრობენ, დაკავებულია და გამოძიება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირებას ახდენს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მედიის ინფორმაციით, დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილია. გუშინ მან მეგობრებს უთხრა, რომ უცნობი პირები მის ბინაში აივნიდან შეიჭრნენ. ამის შემდეგ მეარაყიშვილთან კავშირი გაწყდა. გუშინ შუადღისას სამოქალაქო აქტივისტმა განაცხადა, რომ დღეიდან შიმშილობას დაწყებას გეგმავდა „ძალაუფლების თვითნებური გამოყენების, საჯარო სამსახურის შესახებ კანონის, შრომის კანონმდებლობისა და მისი უფლებების სრული უგულებელყოფის“ წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. მეარაყიშვილი ერთ წელზე მეტია ახალი პასპორტის აღებას ვერ ახერხებს, რაც მას გადაადგილებასა და დასაქმებაში პრობლემებს უქმნის. მეარაყიშვილი მიიჩნევს, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ხელისუფლების ქმედებები სოციალურ მედიაში მის კრიტიკულ კომენტარებს უკავშირდება.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში