შალვა პაპუაშვილი - ლომჯარიას „ენჯეომ“ ბრიუსელისგან მყისიერად მილიონობით ლარის დაფინანსება მიიღო, ასეთი ფაქტები აძლიერებს ეჭვს, რომ ევროკავშირის გრანტები კორუფციული ინტერესით გაიცემა

სახალხო დამცველობისას, ნინო ლომჯარიამ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ყალბი დასკვნა შეადგინა, რომელიც საბაბად აიღო ბრიუსელმა, როდესაც ევროკავშირის ელჩი დემარშით გააგზავნა იუსტიციის მინისტრთან და სააკაშვილის მათთვის გადაცემა მოითხოვა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, ნინო ლომჯარიამ შექმნა „ენჯეო“, რომელმაც ბრიუსელისგან მყისიერად მილიონობით ლარის დაფინანსება მიიღო.

„ამ ადამიანმა, სახალხო დამცველობისას, სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ყალბი დასკვნა შეადგინა, რომლითაც მისთვის სასჯელის მოხდის გადავადებას მოითხოვდა და სასჯელისგან მისი სრული გათავისუფლების შესაძლებლობასაც ხედავდა.

სწორედ მისი ყალბი დასკვნა აიღო საბაბად ბრიუსელმა, როდესაც ევროკავშირის ელჩი დემარშით გააგზავნა იუსტიციის მინისტრთან და სააკაშვილის მათთვის გადაცემა მოითხოვა.

სახალხო დამცველის პოსტიდან წასვლის შემდეგ ნინო ლომჯარიამ შექმნა „ენჯეო“, რომელმაც ბრიუსელისგან მყისიერად მილიონობით ლარის დაფინანსება მიიღო, კანონის დარღვევით ეს ფული საარჩევნო აგიტაციისთვის დახარჯა და, ახლა უკვე, 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით გააკეთა ცრუ შეფასებები.

სწორედ ასეთი ფაქტები აძლიერებს ეჭვს, რომ ევროკავშირის გრანტები კორუფციული ინტერესით გაიცემა და, რომ პოლიტიკური და ასევე ფინანსური კორუფციის მხილების შიში არის ის მთავარი მიზეზი, რომელიც ბრიუსელის მხრიდან გამჭვირვალობის კანონზე ასეთ წინააღმდეგობას განაპირობებს“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა