ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში გამართული შეხვედრების შესახებ უკრაინის დელეგაციისგან ინფორმაციას მოისმენს

უკრაინაში მშვიდობის დამყარების საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლები, რუსტემ უმეროვი და ანდრეი გნატოვი დღეს ვოლოდიმირ ზელენსკის შეერთებულ შტატებში გამართული შეხვედრების შედეგებს გააცნობენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ველოდები მომზადებულ დოკუმენტებზე სრულ ანგარიშს. ინტენსიურად ვიმუშავეთ, ძირითადად უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტებზე, ასევე მთავარი დოკუმენტის 20 პუნქტზე - უკრაინისა და ამერიკის დელეგაციების მიერ განხილულ ძირითად ჩარჩოზე. რუსტემ უმეროვი და ანდრეი გნატოვი მოხსენებას წარმოადგენენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ძნელი დასაჯერებელია, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრის და მკვლელობების გარეშე ცხოვრება შეუძლია.

„ძნელი დასაჯერებელია, რომ პუტინს შეუძლია ცხოვრება მკვლელობებისა და შემოჭრის გარეშე. მაგრამ რუსული ნავთობის ფასის ვარდნა, მკაცრი საერთაშორისო სანქციები და ზეწოლის ყველა სხვა ფორმის გაგრძელება - ეს არის ის, რაც ასეთ ჯიუტ ადამიანსაც კი დაარწმუნებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, 21 დეკემბერს, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადეს, რომ ფლორიდაში ბოლო სამი დღის განმავლობაში ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრები პროდუქტიული და კონსტრუქციული იყო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს