სუს-ი - ცხინვალიდან ცხელი ხაზით დაადასტურეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები თამარ მეარაყიშვილის უკანონოდ დაკავების ფაქტი - მიმდინარეობს ინტენსიური კომუნიკაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით

დღეს ცხინვალიდან ცხელი ხაზით დაადასტურეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქის, თამარ მეარაყიშვილის უკანონოდ დაკავების ფაქტი, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ.

მათივე ცნობით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური კომუნიკაცია.

„დღეს ცხინვალიდან ცხელი ხაზით დაადასტურეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქის, თამარ მეარაყიშვილის უკანონოდ დაკავების ფაქტი; მიმდინარეობს ინტენსიური კომუნიკაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით”,- აცხადებენ სუს-ში.

ინფორმაციისთვის, ოკუპირებულ ცხინვალის ე.წ. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე, თამარ მეარაყიშვილი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. „გამომძიებლების ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ შეაგროვა და გადასცა ინფორმაცია რესპუბლიკაში არსებული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების შესახებ, რითაც საფრთხე შეუქმნა ქვეყნის უსაფრთხოებას“, - ნათქვამია ე.წ. გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს