ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა

5–10 დეკემბერს სენაკის ტექნოპარკმა, ტერაბანკთან, Geosoft-თან და სქულიქსთან პარტნიორობით, კიბერუსაფრთხოების ჰაკათონს უმასპინძლა. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და სენაკის ტექნოპარკის ექვსდღიან ინტენსიურ პროექტში 35-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც სხვადასხვა მნიშვნელოვანი ციფრული საკითხის გადაჭრაზე იმუშავეს.

მონაწილეები გაეცნენ კიბერუსაფრთხოების საფუძვლებს, რეალურ სექტორებში არსებულ გამოწვევებს, ინოვაციური აზროვნებისა და პროდუქტის განვითარების ძირითად პრინციპებს, ასევე კიბერუსაფრთხოებაში ხელოვნური ინტელექტის როლს.

პროექტის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების განყოფილების წარმომადგენელმა, თამთა შვანგირაძემ, მონაწილეებს ფინანსური განათლებისა და ფინანსური უსაფრთხოების შესახებ გაუზიარა ინფორმაცია.

ჰაკათონის დასასრულს გუნდებმა ჟიურის წინაშე საკუთარი იდეები და მიღებული შედეგები წარადგინეს, რის საფუძველზეც სამი გამარჯვებული გამოვლინდა: ორ გამარჯვებულ გუნდს ტერაბანკმა Wowchy-ს ვაუჩერები გადასცა, ხოლო მესამე გუნდი Geosoft-ის სასწავლო კურსით დაჯილდოვდა. ტერაბანკის მიერ დაჯილდოებული ორი გამარჯვებული გუნდია "Phishguard", რომელმაც კომპანიებისთვის ფიშინგ-სიმულაციების პლატფორმა წარადგინა და "MCU", რომლის იდეას კიბერუსაფრთხოებაზე კომპლექსური საგანმანათლებლო პლატფორმა წარმოადგენდა.

ტერაბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ახალგაზრდების განათლების მხარდაჭერა და ხელშეწყობაა. ბანკის მიზანია, წაახალისოს ახალგაზრდების ინოვაციური აზროვნება და დაეხმაროს მათ პრაქტიკული გამოცდილების შეძენასა და ცოდნის გაღრმავებაში.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს