კახა კალაძე - მიმდინარე წელს თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ 1625-ზე მეტი სამშენებლო სამართალდარღვევის საქმე შეისწავლა და შესაბამისი გადაწყვეტილება იქნა მიღებული

მიმდინარე წლის განმავლობაში თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ 1625-ზე მეტი სამშენებლო სამართალდარღვევის საქმე შეისწავლა და შესაბამისი გადაწყვეტილება იქნა მიღებული,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე, ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მან სიტყვით გამოსვლისას, ასევე, ისაუბრა მიმდინარე მშენებლობებზე და აღნიშნა, რომ 2026 წლის ბოლომდე ექსპლუატაციაში 20-მდე დაუმთავრებელი მშენებლობა შევა.

„მიმდინარე წლის განმავლობაში თბილისის მუნიციპალური ინსპექციამ 1625-ზე მეტი სამშენებლო სამართალდარღვევის საქმე შეისწავლა და შესაბამისი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ, 2025 წლის 1 იანვრიდან დღემდე, 19 მესაკუთრესთან განხორციელდა 18 მიწის ნაკვეთის, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მიღება (ადგილმონაცვლეობა და გამოსყიდვა);

უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებისთვის, მუნიციპალური საბინაო ფონდიდან, გამოყოფილ იქნა 90 ბინა. 2025 წელს საცხოვრებელი ფართი დაუკანონდა 99 ოჯახს. (2017 წლიდან დღემდე კი, საცხოვრებელი ფართი დაუკანონდა 3121 ოჯახს). 2025 წელს დაკმაყოფილდა კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 37 ოჯახი.

ჩვენს მიერ გაცემული მხარდამჭერი ღონისძიებების ფარგლებში დასრულების ეტაპზეა და/ან 2026 წლის ბოლომდე ექსპლუატაციაში შევა 20-ამდე დაუმთავრებელი მშენებლობა.

2025 წელს თბილისის განვითარების ფონდმა, თბილისის ისტორიულ არეალებში არსებული ძეგლების რეაბილიტაციის მიმართულებით განკარგა 34, 248,077 მლნ. ლარი.

წარმატებით ხორციელდება ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამა. 5 მისამართზე მიმდინარეობს სამუშაოები. საცხოვრებელი ბინები უკვე გადაეცა 36 ოჯახს. პროექტირება მზადდება 16 მისამართზე.

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა 2025 წელს 30 პროგრამა განახორციელა- ჯანდაცვის მიმართულებით 9, ხოლო სოციალური მიმართულებით 21 პროგრამა, რითაც ნახევარ მილიონამდე ბენეფიციარმა ისარგებლა.

2025 წელს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ დედაქალაქში შინაურ ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირებისა და მონიტორინგის მიმართულებით არაერთი ქმედითი პროექტი განახორციელა: 11 000-ამდე მიუსაფარ და პატრონიან ცხოველს ჩაუტარდა პირველადი და განმეორებითი ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) ვაქცინაცია. რეკორდული რაოდენობის (10 200-ამდე) ცხოველი გასტერილდა.

ეს არის მხოლოდ ზოგადი მონაცემი 2025 წლის მანძილზე გაწეული სამუშაოსი. ბედნიერი ვარ, რომ ამ ციფრების მიღმა იგულისხმება ათი ათასობით თბილისელის გაუმჯობესებული პირობები და მიღებული სარგებელი. იგულისხმება გამწვანებული და გალამაზებული თბილისი, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა, ახალი ბაგა-ბაღები, მეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მოწესრიგებული ქუჩები და გამზირები და ასე შემდეგ”, - განაცხადა კალაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი