ახალი წლის დასაწყისი ხშირად აღიქმება როგორც ახალი სტარტის სიმბოლო. ეს ის დროა, როდესაც ხელახლა გადავაფასებთ, გადავხდავთ და გადავალაგებთ ხოლმე ცხოვრებისეულ პრიორიტეტებს. ამ პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც ადამიანს შეუძლია მიიღოს, ეს არის საკუთარი ჯანმრთელობის დაპრიორიტეტება. თუ გსურთ ახალი წელი დაიწყოთ ნათელი გონებით, თავდაჯერებულად და თავად მართოთ საკუთარი კეთილდღეობა, თქვენთვის Acıbadem Healthcare Group-ის საახალწლო Check-Up-ი იდეალური შესაძლებლობაა. თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებით, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საავადმყოფოებითა და გამოცდილი ექიმების დახმარებით Acıbadem-ი შესაბამისი ცოდნითა და პრევენციული ზრუნვის მეშვეობით უზრუნველყოფს, რომ თითოეული პაციენტი ახალ წელს ძლიერი ჯანმრთელობით შეხვდეს.

ადამიანების უმრავლესობა წლის დასრულებასთან ერთად, როგორც წესი ისეთ ახალ მიზნებს ისახავს, როგორიცაა მაგალითად ცხოვრების წესის გაუმჯობესება, სტრესის შემცირება ან დიდი ხნის წინ გადადებული ჯანმრთელობის საკითხების მოგვარება. კომპლექსური Check-Up-ი საშუალებას გვაძლევს საჭირო მონაცემებსა და ინფორმაციაზე დაყრდნობით მივიღოთ უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილებები. თანამედროვე მედიცინაში სულ უფრო მეტად ვრწმუნდებით ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობაში, ვინაიდან დაავადების საწყის ეტაპზე გამოვლენა უმნიშვნელოვანეს გავლენას ახდენს მკურნალობის შედეგებზე. მაგალითისათვის აღსანიშნავია, რომ გულის დაავადებები, ჰორმონული დარღვევები, მეტაბოლური პრობლემები, კიბო და ნევროლოგიური დაავადებები, ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მანამ სანამ საყურადღებო სტადიას არ მიაღწევს. ახალი წლის Check-Up-ი კი საშუალებას გვაძლევს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მივიღოთ სრული ინფორმაცია, დავაიდენტიფიციროთ პოტენციური რისკები და პროაქტიულად წლის დასაწყისში უკვე გვქონდეს შესაბამისი სამოქმედო გეგმა.

Acıbadem Healthcare Group-ი მუშაობს ჰოლისტური და პრევენციულ მიდგომაზე დაფუძნებული მეთოდებით, რომლის Check-Up-ის ფილოსოფია მნიშვნელოვნად სცდება საბაზისო გამოკვლევებს და თითოეული პროგრამა ინდივიდუალიზებული, ყოვლისმომცველი და ამავდროულად ინტერდისციპლინურია. სწორედ ეს აქცევს Acıbadem-ს ადრეული დიაგნოსტიკისა და ჯანმრთელობის გრძელვადიანი მართვის ერთ-ერთ წამყვან ცენტრად.

Acıbadem-ს განსაკუთრებულს ხდის უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიების ინტეგრაცია და პაციენტზე ორიენტირებული კლინიკური მეთოდები. საერთაშორისო დონეზე ჯგუფი სარგებლობს გამორჩეული რეპუტაციით, საავადმყოფოებს კი გააჩნიათ JCI-ის აკრედიტაცია. აქ ხელმისაწვდომია პრემიუმ კლასის Check-Up-ის მომსახურება, რომელსაც გთავაზობთ უახლესი თაობის გამოსახულებითი დიაგნოსტიკის სისტემების, თანამედროვე ლაბორატორიული ინფრასტრუქტურისა და მსოფლიო დონის სპეციალისტების დახმარებით.

Acıbadem-ის Check-Up-ის პროგრამები მოიცავს სხეულის სრულ გამოკვლევას, კარდიოლოგიურ სკრინინგებს, ჰორმონული პროფილის ანალიზებს, ონკომარკერების ტესტირებას და სქესის გათვალისწინებით სპეციფიკურ გამოკვლევებს. თითოეულ პროგრამას მართავენ გამოცდილი ექიმები, რითიც უზურნველყოფილია პაციენტის კვლევებისა და შემდგომი რეკომენდაციების კვალიფიციური და დეტალური შეფასება.

Acıbadem-ის საახალწლო Check-Up-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა მოწინავე დიაგნოსტიკური ტექნოლოგიების გამოყენება. 3 ტესლიანი ფართო კაბინის მქონე MRI-ი უზრუნველყოფს ტვინის, ხერხემლის, სახსრების, მუცლის ღრუსა და გულ-სისხლძარღვთა სტრუქტურების მაღალი გარჩევადობის გამოსახულებებს და მეტ კომფორტს სთავაზობს იმ პაციენტებს, ვინც ტრადიციული MRI-ს დროს კლაუსტროფობიას განიცდის. გაუმჯობესებული რეზოლუცია სპეციალისტებს საშუალებას აძლევს სტრუქტურული ან ფუნქციური გადახრები დაავადების ძალიან ადრეულ ეტაპზე გამოავლინონ.
ანალოგიურად, SOMATOM Drive-ის კომპიუტერული ტომოგრაფიის სისტემა საშუალებას იძლევა უმოკლეს დროში და დაბალი დოზირებით მივიღოთ კარდიოლოგიური და სხეულის გამოკვლევები. მისი ორმაგი წყაროს დიზაინი იძლევა ზუსტი გამოსახულების მიღების შესაძლებლობას მაშინაც კი, როცა პაციენტის გულისცემა მერყეობს. სპეციალური ალგორითმები მეტალის იმპლანტების მქონე პაციენტებში ამცირებს გამოსახულების დამახინჯების ალბათობას, რაც თავისმხრივ უზრუნველყოფს შეფასებების მაღალ სიზუსტეს.
Check-Up-ი ასევე შეიძლება მოიცავდეს ენდოსკოპიურ ულტრაბგერით კვლევას (EUS), იმ შემთხვევაში, როცა საჭიროა კუჭ-ნაწლავის სისტემის უფრო სიღრმისეული შეფასება. EUS-ი უზრუნველყოფს პანკრეასის, კუჭის, საყლაპავისა და მიმდებარე ორგანოების დეტალურ ვიზუალიზაციას, რაც ხელს უწყობს სიმსივნეების, კისტების და საჭმლის მომნელებელი სისტემის ადრეული სტადიის დაავადებების გამოვლენას.

Acıbadem-ის საახალწლო Check-Up-ის პროგრამები არ შემოიფარგლება მხოლოდ ანალიზის პასუხებით. თითოეული პაციენტი იღებს სრულყოფასოვან კონსულტაციას, რომლის დროსაც ყველა შედეგი იქნება სათანადოდ განმარტებული, ამასთანავე გაანალიზდება ცხოვრების წესთან დაკავშირებული რისკ ფაქტორები და შემუშავდება პერსონალიზებული სამოქმედო გეგმა. დიეტოლოგები, კარდიოლოგები და შინაგანი მედიცინის სპეციალისტები ერთობლივად შეიმუშავებენ პაციენტის ახალი წლის მიზნებზე მორგებულ ჯანმრთელობის გრძელვადიან გეგმას.
მიუხედავად იმისა, თუ რა არის თქვენი მიზანი: წონის მართვა, გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესება, მეტაბოლიზმის დაბალანსება, სტრესის მართვა თუ ზოგადი კეთილდღეობის შენარჩუნება, Acıbadem-ი გთავაზობთ ყველა საჭირო ინსტრუმენტსა და დამხმარე საშუალებას, რაც დაგეხმარებათ სასურველი შედეგების მიღწევაში და ამასთანავე უზურნველყოფს მიღებული შედეგების მდგრადობას.

Acıbadem Healthcare Group-ი მსოფლიოში აღიარებულია, როგორც უმაღლესი დონის მომსახურების მიმწოდებელი უცხოელი პაციენტებისათვის, მათ შორის უცხოეთიდან ჩამოსული ვიზიტორებისთვის check-up-ის მაქსიმალურად კომფორტული და გამართული პროცესის დამსახურებითაც. მრავალენოვანი, სპეციალურად გამოყოფილი გუნდები პაციენტებს ყველა ეტაპზე უწევენ მხარდაჭერას. მოგზაურობის დაგეგმვიდან დაწყებული განთავსების, აეროპორტის ტრანსფერებისა და ვიზიტების დაგეგმვის ჩათვლით. აქ ასევე უზრუნველყოფილია კონსულტაციების დროს სამედიცინო მიმართულებით სპეციალიზებული თარგმნის სერვისიც.
უცხოელი პაციენტები სარგებლობენ:
• ინდივიდუალურად შერჩეული check-up-ის პაკეტებით, რომლებიც მორგებულია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
• პრიორიტეტული კონსულტაციებით და მინიმალური მოლოდინის დროით
• სრულყოფილი სამედიცინო დასკვნებით ინგლისურ ენაზე
• გამოკვლევებისა და სპეციალისტებთან კონსულტაციების სრული კოორდინაციის უზრუნველყოფით
• სახლში დაბრუნების შემდეგ შემდგომი ტელეკონსულტაციების ორგანიზებაში დახმარებით
აღნიშნული კოორდინირებული სისტემა check-up-ის პროცესს აქცევს კომფორტულ, ეფექტურ და სტრესისგან თავისუფალ გამოცდილებად მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული პაციენტებისთვის.

საახალწლო ჩექაფი Acıbadem Healthcare Group-ში მხოლოდ სამედიცინო სკრინინგი არ გახლავთ, ეს კეთილდღეობაში გრძელვადიან ინვესტიციაა. ის ასახავს თქვენს სურვილს, შეხვდეთ ახალ წელს ინფორმირებულად, კონტროლითა და სიმშვიდით. თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების, საერთაშორისო აღიარების მქონე სპეციალისტებისა და პაციენტზე ორიენტირებული მიდგომის წყალობით, Acıbadem-ი ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას გადადგან მნიშვნელოვანი ნაბიჯები უფრო ჯანსაღი მომავლისაკენ.Top of FormBottom of Form

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ „აჯიბადემი“ მზადაა პაციენტების მისაღებად, უპრეცედენტო უსაფრთხოების ნორმებისა და სპეციალური სამუშაო რეჟიმის დაცვით. თქვენი სამედიცინო დანიშნულების მოგზაურობის დასაგეგმად თურქეთში, შეგიძლიათ მიმართოთ აჯიბადემის ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში:
ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 58, ტელ: 0322 158500
ქ. ბათუმი, ვ. გორგასლის ქ. 156, ტელ: 0422 223000
ქ. ქუთაისი, თამარ მეფის ქ. 60, ტელ: 0431 258500
ჯანმრთელობას გისურვებთ!
(R)