„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა

2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“ დაჯილდოვდა. აღნიშნული ჯილდო კომპანიას სსიპ “დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ” გადასცა, რაც „გორგიას“ მიერ შრომის ბაზრის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის აღიარებაა.

“გორგია” ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამებში აქტიური ჩართულობით, ახალი სამუშაო ადგილების მუდმივი შექმნითა და სამუშაოს მაძიებლებისთვის სტაბილური და პროფესიული განვითარებისკენ ორიენტირებული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფით გამოირჩევა.

„გორგიას“ მთავარი ღირებულება ადამიანია და ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ თანამშრომლებისთვის განვითარებისკენ ორიენტირებული სამუშაო გარემოს შექმნაზე. ეს ჯილდო თითოეული ჩვენი თანამშრომლის შრომის, ერთგულებისა და პროფესიონალიზმის შედეგია. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ აქტიურ მონაწილეობას დასაქმების ხელშეწყობის პროგრამებში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ქვეყნის შრომის ბაზრის განვითარებაში. მადლობას ვუხდით სააგენტოს ნდობისთვის და ყველა ჩვენს თანამშრომელს იმ საქმისთვის, რასაც ყოველდღიურად ერთგულად აკეთებენ“, - განაცხადა თორნიკე გურულმა, ჰიპერმარკეტების ქსელ „გორგიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა.

ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“ ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი კორპორაციაა სამშენებლო-სარემონტო სფეროში, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით ოპერირებს. კომპანიის ოფისები მდებარეობს თბილისში, ბაქოში, სტამბოლში, ერევანსა და სოფიაში.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს