კახა კალაძე - „ლაგუნა ვერეზე“ ერთი რამ უნდა გაიგოთ, ეს არის კერძო საკუთრება, ეს არც ჩემია, არც მუნიციპალიტეტის - როცა სამუშაოები წარიმართება, შენარჩუნებული იქნება საცურაო აუზი

„ლაგუნა ვერეზე“ ერთი რამ უნდა გაიგოთ, ეს არის კერძო საკუთრება. ეს არც ჩემია, არც მუნიციპალიტეტის, არც თქვენი - როდესაც სამუშაოები წარიმართება, შენარჩუნებული იქნება „ლაგუნა ვერე“, საცურაო აუზი. მე თუ მკითხავთ, როგორც დედაქალაქის მერს, საერთოდ არაფერი არ ესაქმება იქ საცურაო აუზს, ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ადგილი გახლავთ კონკრეტული გზის მონაკვეთი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კალაძემ ასევე, უპასუხა კითხვას, „ვარკეთილის“ მეტროსადგურის რეაბილიტაციის შესახებ და აღნიშნა, რომ ამ პროექტის განხორციელებას „თან ბევრი სირთულე ახლდა და ახლა, ის უკვე ბოლოშია გასული“.

„ლაგუნა ვერეზე“ ერთი რამ უნდა გაიგოთ, ეს არის კერძო საკუთრება. ეს არც ჩემია, არც მუნიციპალიტეტის, არც თქვენი. ეს არის კერძო საკუთრება. რა დაპირებაზე მესაუბრებით? ჩვენი დაპირება იყო, რომ იქ, როდესაც სამუშაოები წარიმართება, შენარჩუნებული იქნება „ლაგუნა ვერე“, საცურაო აუზი. მე თუ მკითხავთ, როგორც დედაქალაქის მერს და როგორც ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს, საერთოდ არაფერი არ ესაქმება იქ საცურაო აუზს, ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ადგილი გახლავთ კონკრეტული გზის მონაკვეთი.

არ ვიცი, დაველოდოთ, როდესაც კერძო მესაკუთრე განახორციელებს პროექტს. ხელშეკრულებაში პირდაპირ არის ჩაწერილი, რომ აღნიშნული საცურაო აუზი უნდა იყოს შენარჩუნებული.

რაც შეეხება „ვარკეთილის“ მეტროს, აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ უდიდესი პრობლემა იყო, სერიოზული გამოწვევა. აქაც, არ არსებობს კომპანიები საქართველოში. გვაქვს სერიოზული პრობლემა, გამოწვევა.

სერიოზული გამოწვევა გვაქვს მუშახელთან დაკავშირებით. პროექტი, რა თქმა უნდა, უკვე ბოლოშია გასული და უახლეს მომავალში მთლიანად დამთავრებული და მოწესრიგებული იქნება. უამრავი გამოწვევა ახლდა თან ამ პროექტს. ჯერ ერთი, კომპანიები პასუხისმგებლობას არ იღებდნენ იმიტომ, რომ იმ უბედურების გამო, რაც მოხდა, ყველა შეშინებული იყო და არავის არ ჰქონდა სურვილი, მონაწილეობა მიეღო ამ პროექტის განხორციელებაში. მოგვიწია უცხოელი ექსპერტების ჩამოყვანა, დეტალურად შესწავლა თვითონ გვირაბის, რა მდგომარეობა იყო, წყლები საიდან შემოდიოდა, როგორ უნდა მომხდარიყო ამ ყველაფრის არიდება“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი