GIPA-მ ევროპარლამენტის მოდელირებას უმასპინძლა

GIPA-ში 20-22 დეკემბერს ევროპარლამენტის მოდელირება გაიმართა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას GIPA ავრცელებს.

„სამი დღის მანძილზე, 150 ახალგაზრდა 5 კომიტეტში გადანაწილდა. მუშაობის პროცესში ისინი ევროპარლამენტის მოქმედების არსს, პრინციპებს, კულტურასა და სირთულეებს გაეცნენ და შემაჯამებელ სესიაზე დასკვნითი კანონპროექტები წარადგინეს.

გახსნით სესიაზე ახალგაზრდებს GIPA-ს რექტორმა მაკა იოსელიანმა, ლატვიის რესპუბლიკის ელჩმა, საქართველოში ედიტე მედნემ, ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა საქართველოში მელინე არაკელიანმა და პოლონეთის რესპუბლიკის ელჩის მრჩეველმა და ეკონომიკურ საკითხთა დეპარტამენტის სექციის ხელმძღვანელმა ფილიპე სტაკოვსკიმ მიმართეს. სესიის დასასრულს დიპლომატები უნივერსიტეტის რექტორს მაკა იოსელიანს შეხვდნენ. შეხვედრაზე რექტორმა დიპლომატებს უნივერსიტეტის მისიაზე, დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაში შეტანილ წვლილსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. თავის მხრივ, დიპლომატებმა სამომავლო ურთიერთობებსა და პარტნიორობის შესაძლებლობებზე გაამახვილეს ყურადღება.

ღონისძიების ფარგლებში, GIPA-სა და ევროპის აკადემიურ ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. დასკვნითი ასამბლეის შემდეგ, კომიტეტების ხელმძღვანელებმა გამარჯვებული დელეგატები გამოავლინეს. მათ GIPA-მ 1000-ლარიანი სასწავლო ვაუჩერები გადასცა, რომლის გამოყენებას ახალგაზრდები GIPA-ს სასწავლო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში შეძლებენ.

ევროპარლამენტის მოდელირება ევროპის აკადემიური ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მხარდაჭერით განხორციელდა. GIPA ახალგაზრდული პროექტების განხორციელებას მომავალშიც შეუწყობს ხელს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს