გრენლანდიის პრემიერი - გრენლანდია ჩვენი ქვეყანაა და ჩვენ გადაწყვეტილებებს აქ ვიღებთ

გრენლანდია ჩვენი ქვეყანაა და ჩვენ გადაწყვეტილებებს აქ ვიღებთ, - ამის შესახებ გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა, იენს-ფრედერიკ ნილსენმა განაცხადა.

„ყოველთვის ვიბრძოლებ ჩვენი თავისუფლებისა და თვითგამორკვევის უფლებისთვის, რათა ჩვენი მომავალი თავად განვსაზღვროთ“, - წერს ნილსენი „ფეისბუქის“ გვერდზე.

ასევე, მისი თქმით, წუხს იმის გამო, რომ „აშშ-ის პრეზიდენტმა გრენლანდიაზე კონტროლის დამყარების სურვილი კიდევ ერთხელ გამოხატა“.

„მსგავს სიტყვებს ჩვენი ქვეყანა უსაფრთხოებისა და ძალაუფლების საკითხამდე დაჰყავს. ჩვენ საკუთარ თავს ასე არ აღვიქვამთ და ჩვენ შესახებ ასე საუბარი არ შეიძლება“, - აღნიშნა გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ლუიზიანას გუბერნატორი ჯეფ ლენდრი გრენლანდიაში თავის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა, რამაც დანიისა და გრენლანდიის მხრიდან კრიტიკა გამოიწვია. დანიისა და გრენლანდიის მიმართ მხარდაჭერა ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ანტონიო კოშტამაც გამოხატეს.

ამასთან, დღეს დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის სჭირდება.

„გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის გვჭირდება და არა მინერალებისთვის. თუ გრენლანდიას დააკვირდებით, სანაპიროს ზემოთ და ქვემოთ, ყველგან რუსული და ჩინური გემები გხვდება. ეს ეროვნული უსაფრთხოებისთვის გვჭირდება“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს