„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე

გრანდ ავენიუზე მხოლოდ არქელებისთვის საახალწლო ქალაქი მოეწყო, რომელმაც ორი დღის განმავლობაში უმასპინძლა სტუმრებს. ადგილზე სადღესასწაულო გარემო იყო შექმნილი; წარმოდგენილი იყო მუსიკალური და თეატრალური ნომრები, გორის ბავშვთა გუნდის შთამბეჭდავი პროგრამა, ბალერინების საზეიმო პერფორმანსი და საინტერესო აქტივობები მთელი ოჯახისთვის.

ღონისძიების ძირითადი სივრცე სოციალური საწარმოების, ქალი ენტერპრენერებისა და მიკრო მეწარმეებს პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას დაეთმო. ინიციატივა „არქის“ სოციალური პასუხისმგებლობის და ქართველი მეწარმეების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში განხორციელდა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ადგილზე გაცნობოდნენ 50 მეწარმის უნიკალურ ნამუშევრებს. კომპანია „არქიმ“ საახალწლო საჩუქრებთან ერთად სტუმრებს ფულადი ღირებულების ვაუჩერები გადასცა, რომელთა გადაცვლაც ადგილზე სასურველ პროდუქციაში შეეძლოთ; არქელებიც ამ კეთილი საქმის თანამონაწილეები გახდნენ.

ინიციატივამ დადებითი შეფასება დაიმსახურა. მონაწილეების თქმით, „არქიმ“ მათ მისცა შესაძლებლობა, საკუთარი პროდუქცია უშუალოდ მომხმარებლისთვის გაეცნოთ და შედეგებითაც საუკეთესო პრეცედენტები შეიქმნა.

ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი სიმბოლური ნაწილი დაეთმო უნიკალურ საახალწლო ნაძვის ხეს, რომელიც გაფორმებული იყო George Coby-ის (გიორგი კობახიძის) საკოლექციო მინის საშობაო სათამაშოებით. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო ამერიკის კულტურის ცენტრისა და The Financial-ის მიერ, „არქისთან“ და „საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით. ამერიკაში მოღვაწე ქართველი ემიგრანტი მეწარმის წარმატების ისტორია არის ამბავი, რომელმაც საახალწლო ნაძვის ხე მილიონობით ამერიკული ოჯახისთვის დღესასწაულის სიმბოლოდ აქცია. როგორც „არქის“ დამფუძნებელმა, ილია წულაიამ აღნიშნა, George Coby-ის ისტორია თითოეული მეწარმისთვის შთაგონების მაგალითი უნდა გახდეს.

„არქელებისთვის გრანდ ავენიუზე გამართული საახალწლო ღონისძიება ახალი ტრადიციის დასაწყისია. ეს ინიციატივა მომავალშიც გაგრძელდება და მომხმარებლებისთვის კიდევ მრავალ პოზიტიურ და სადღესასწაულო გამოცდილებას შექმნის. კომპანია, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კვლავ გააგრძელებს ქართველი მეწარმეების მხარდაჭერას“, - აღნიშნა ილია წულაიამ.

(R)

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია