საბა სხვიტარიძე - არ ვაპირებ შეწყალება ვთხოვო არალეგიტიმურ პრეზიდენტს - არ გამოგივათ ჭუჭყის ჩამორეცხვა ჩვენს ხარჯზე

არ ვაპირებ შეწყალება ვთხოვო არალეგიტიმურ პრეზიდენტს!, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, საბა სხვიტარიძე სოციალურ ქსელში წერს.

საბა სხვიტარიძის თქმით, სიმართლე მის მხარესაა და არ აპირებს აღიაროს ის, რაც არ ჩაუდენია.

„არ ვაპირებ ვაღიარო ის, რაც არ ჩამიდენია. არ ვაპირებ შეწყალება ვთხოვო არალეგიტიმურ პრეზიდენტს! სიმართლე ჩემს მხარეს არის და არაფრის ფასად არ დავთმობ ჩემს სიმართლეს. არ გამოგივათ ჭუჭყის ჩამორეცხვა ჩვენს ხარჯზე. „ქოცებო“, მოგიწევთ ამ ტვირთის ზიდვა ცხოვრების ბოლომდე!“, - წერს საბა სხვიტარიძე სოციალურ ქსელში.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, საბა სხვიტარიძე სასამართლომ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსის, მირიან ქავთარაძის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში დამნაშავედ ცნო და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს