ადვოკატი - გრიგოლ ლილუაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს, მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ არ შეიძლება იყოს პირდაპირი მტკიცებულებები ბრალდებაში ასახულ გარემოებებზე - მოვითხოვთ მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას

გრიგოლ ლილუაშვილს მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ არ შეიძლება იყოს პირდაპირი მტკიცებულებები ბრალდებაში ასახულ გარემოებებზე - მოვითხოვთ მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას,- ამის შესახებ სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა ზაჰესის იზოლატორის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დაცვის მხარეს საქმის მასალები ჯერჯერობით არ გადასცემია.

„წარგვედგინა ბრალდება, გაჟღერდა უკვე დღეს არაერთხელ, რას ედავება პროკურატურა. აღნიშნულ ბრალდებაში გრიგოლი თავს დამნაშავედ არ ცნობს. გვქონდა გარკვეული პოზიცია. დავიწყოთ იქიდან, რომ მის სახლში ჩატარებული ჩხრეკიდან გამომდინარე, მეტ-ნაკლებად, ჰქონდა მოლოდინი, რომ ამ საკითხებზე ესაუბრა და გამოძიებისათვის ყველა კითხვაზე პასუხი გაეცა. თუმცა დაგვხვდა სხვა რეალობა. ამ რეალობიდან გამომდინარე, რადგან პირდაპირ დევნა იქნა მის მიმართ დაწყებული, ვისარგებლებთ კანონით გათვალისწინებული უფლებებით, გავეცნობით სისხლის სამართლის მასალებს. შემდეგ, გვაქვს პოზიცია, რომ გამოძიებას მივცეთ სწორი, ზუსტი ჩვენება, ყველა იმ ფაქტზე, რასაც პროკურატურა ედავება.

ჯერჯერობით ჩვენ საქმის მასალები არ გადმოგვცემია, მხოლოდ მოხდა ბრალდების წაყენება. ბრალდების დადგენილება რამდენიმე ფურცლიანია, სადაც აღწერილია ქმედებები, რასაც პროკურატურა გვედავება, მაგრამ სისხლის სამართლის მასალებს არ ვიცნობთ, არ გადმოგვცემია, რომ გადმოგვეცემა და შევისწავლით, გვექნება ჩვენი მოსაზრება.

ბატონ გრიგოლს მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ არ შეიძლება იყოს პირდაპირი მტკიცებულებები ამ ბრალდებაში ასახულ გარემოებებზე.

დავაყენებთ შუამდგომლობას მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შესახებ“,- განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატის თქმით, სახლიდან ამოღებული მასალები, საქმეში, სავარაუდოდ იქნება, თუმცა მისივე განმარტებით, ეს მასალები არ უკავშირდება სუს-ში საქმიანობს და იქ „არაფერია, გარდა პირადი ინფორმაციისა“.

„ალბათ, საქმეში იქნება [სახლიდან ამოღებული მასალები], მაგრამ ჩემი ვარაუდით, არ მგონია, სახლიდან ამოღებულ მასალებში იყოს მისი ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება. მისი პირადი, ოჯახთან დაკავშირებული მასალებია და არაფერი კანონსაწინააღმდეგო“,- განაცხადა ადვოკატმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს