ნუგზარ წიკლაური - ერთადერთი რამ, რითაც ახლა იმართება ხელისუფლება, ეს არის შიში, ყველას უნდა ეშინოდეს - ლაპარაკი იმაზე, კორუმპირებულია თუ არა ლილუაშვილი, მეორე ხარისხოვანია, რადგან კორუმპირებულია პრაქტიკულად ყველა

ერთადერთი რამ, რითაც ახლა იმართება ხელისუფლება, ეს არის შიში. ყველას უნდა ეშინოდეს, შიში უნდა მართავდეს ყველაფერს - ყოვლისმომცველი შიშის დანერგვას ცდილობენ, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკური სივრცეში“ განაცხადა, რითაც სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებას ეხმაურება.

ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, კორუმპირებულია თუ არა გრიგოლ ლილუაშვილი, მეორეხარისხოვანია, რადგან „ოცნებაში“ ყველა კორუმპირებულია“.

„სურვილია, რომ აპათია დაინერგოს ყველგან, ყველა სფეროში. მორალური პანიკა მიემართება საზოგადოებრივ ჯგუფებსაც, არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, პოლიტიკურ პარტიებსაც, ოპოზიციაში პიროვნებებსაც ცალკე აღებულს და მიემართება იმ ადამიანებსაც, რომლებიც ჩაითვალნენ, რომ აღარ არიან ამ ხელისუფლების ნაწილი. ერთადერთი რამ, რითაც ახლა იმართება ხელისუფლება, ეს არის შიში. შიში არის პოლიტიკური კლიმატის მთავარი განმსაზღვრელი. ყველას უნდა ეშინოდეს, შიში უნდა მართავდეს ყველაფერს. თუ რამე მიგვანიშნებს, რომ სწორედ რუსული ტიპის ხელისუფლება ყალიბდება საქართველოში, ეს არის ყოვლისმომცველი შიში, რომლის დანერგვასაც ცდილობენ.

ლაპარაკი იმაზე, კორუმპირებულია თუ არა ლილუაშვილი, მეორე ხარისხოვანია, რადგან კორუმპირებულია პრაქტიკულად ყველა, მთელი სახელისუფლებო სისტემა. უბრალოდ შენი კორუმპირებულობა გამოჩნდება მაშინ, როდესაც ამას ექნება სათანადო პოლიტიკური წინაპირობები, როდესაც ვიღაც ჩათვლის, რომ მაღლა აფრინდი და საფრთხეს უქმნი ხელისუფლებას შენი მოქმედებებით. ამ შემთხვევაში გამოვლინდება, რომ შენ გაქვს ოქროს ზოდები, მილიონობით ფულს ინახავ სახლში და ა.შ.“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს