ჟან-ნოელ ბარო - საფრანგეთი აშშ-ის მიერ ტიერი ბრეტონის წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების დაწესებას მკაცრად გმობს

საფრანგეთი აშშ-ის მიერ ტიერი ბრეტონის წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების დაწესებას მკაცრად გმობს, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო სოციალურ ქსელში წერს.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, „ევროპაში „ციფრული სერვისების აქტი“ (DSA) დემოკრატიულად არის მიღებული, იმის უზრუნველსაყოფად, რომ რაც რეალურ სამყაროში უკანონოა, ონლაინ სივრცეშიც უკანონო იყოს“.

„მას ექსტრატერიტორიული წვდომა არ აქვს და აშშ-ზე არანაირ გავლენას არ ახდენს. ევროპელი ხალხი თავისუფალი და სუვერენულია და ვერ დაუშვებს იმას, რომ ციფრული სივრცის მარეგულირებელი წესები სხვამ დაუწესოს“, - წერს ჟან-ნოელ ბარო X-ზე.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შიდა ბაზრის საკითხებში ყოფილ ევროკომისარს, ტიერი ბრეტონს და დეზინფორმაციასთან მებრძოლი ორგანიზაციების ოთხ ხელმძღვანელს აშშ-ში შესვლა აუკრძალა.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აღნიშნული პირები ევროკავშირის მასშტაბით ამერიკული სოციალური მედია პლატფორმებისთვის ცენზურის დაწესებაში მონაწილეობდნენ. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, სარა როჯერსმა ტიერი ბრეტონს „ციფრული სერვისების აქტის“ (DSA) მთავარი ინიციატორი უწოდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს