ვლადიმერ პუტინი სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ვლადიმერ პუტინი სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სირიელ კოლეგასთან, ასად ალ-შიბანისთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ვიცი, რომ გუშინ პრეზიდენტ პუტინთან ძალიან კარგი საუბარი გქონდათ, რომლის ფარგლებშიც ორმხრივი საკითხები, რეგიონში არსებული ვითარება და სირიის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრაქტიკული საკითხები განიხილეთ“, - განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, რუსეთი სირიის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას კვლავ მხარს უჭერს.

„რუსეთი სირიის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის მიმართ თავის ერთგულებას კვლავ ადასტურებს. წინა ათწლეულებში მიღწეული შეთანხმებების საფუძველზე ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები ურთიერთსასარგებლო მიზნებისთვის განვითარდება“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს